FM97.5 / LIVE

სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს – ონლაინ მედიის აქცია ფეისბუკზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2020
დღეს, 13 მაისს ონლაინ მედიებმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად ფეისბუქზე "ქავერის" ფოტო შეცვალეს წარწერით: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს.

სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს – ონლაინ მედიის აქცია ფეისბუკზე

აქციის ორგანიზატორია კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. გამოცემების ფეისბუკ გვერდებზე მხარდამჭერი ფოტო დღის ბოლომდე იქნება.

ონლაინ გამოცემები მხარდაჭერას უცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მისვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიაზე თანამშრომლების განსხვავებული მოსაზრების გამო მათი დევნა და შევიწროება უწყვეტად გრძელდება.

3 მაისს, პრესის თავისუფლების დღეს, ტელევიზიებმა იგივე შინაარსის წარწერით მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის ტელევიზიის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს.

დღევანდელ აქციას შეუერთდნენ: ნეტგაზეთი, პუბლიკა, ონ.ჯი, ტაბულა, ინდიგო, OC Media, აი ფაქტი, ინტერპრესნიუსი, ჟურნალისტიკის რესურცენტრი, სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმა “გხედავ”, ბათუმელები, სამხრეთის კარიბჭე, ქუთაისი პოსტი, მედია.ჯი, ღია რუსთავი, აქცენტნიუსი, ლაივპრესი, TOK TV, TV 25, ტელეკომპანია გურია, ტელეკომპანია ბორჯომი, რადიო მარნეული, რადიო ჰერეთი, რადიო ათინათი, რუსთავი 2, ფორმულა, პალიტრა ვიდეო.

სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს – ონლაინ მედიის აქცია ფეისბუკზე

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპროტესტო აქცია – 'სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს'
სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება
‘სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას’ - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში [ვიდეო]
აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
მაუწყებლის 230 თანამშრომელი 3 გათავისუფლებული კოლეგის სამსახურში დაბრუნებას ითხოვს
დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ