FM97.5 / LIVE

პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი დაუჭირა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.06.2017
კანონპროექტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 86 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს მისგან გამომდინარე ცვლილებებს 20 კანონში.

პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი დაუჭირა

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდება და ასეთი სტატუსი მხოლოდ თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთსა და ბათუმს ექნება. 7 თვითმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დეპუტატებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა წარუდგინა.

„შემოთავაზებული ცვლილებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი“ , ხდება „გამგებლის“ ამოღება. ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგება და გამოთავისუფლდება თანხები, რომელიც რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება. მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსით და მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, რაც დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე წარდგენისას 14 ივნისს.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა. თვითმმართველი ქალაქების შემცირება მათ სწორ გადაწყვეტილებად არ მიაჩინიათ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გრიგოლ ლილუაშვილის არგუმენტები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე [Video]
რა შედეგით დასრულდა NGO-ების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთან თვითმმართველი ქალაქების საკითხზე
ახალციხე თვითმმართველი ქალაქი აღარ იქნება – პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა  ვეტო დაადო
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსის  გაუქმებას მხარი დაუჭრია
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
თვითმმართველი ქალაქი და ოთხი მუნიციპალიტეტი - ახალციხის მუნიციპალიტეტი ოპტიმიზაციის შემდეგ