FM97.5 / LIVE

მომავლის თვითმმართველობა

მთავარისაზოგადოება 26.03.2013
საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება, მუნიციპალური თვითმმართველობა და მისი არჩევის წესი, მუნიციპალიტეტის ფუნქციები, სამხარეო თვითმმართველობა - ამ საკითხებზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა ისაუბრა

მომავლის თვითმმართველობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველო” პროექტის სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის ფარგლებში, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები გააცნო. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის ძირითადი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში.

- ”პირველ ეტაპზე მუნიციპალური რგოლის ოპტიმიზაცია მოხდება, ფუნქციური, ფინანსური და ტერიტორიული თვალსაზრისით. ასევე, სამხარეო დონეზე თვითმმართველობის ელემენტების შეტანა. გარდა ამისა, თითოეულ სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობა”, - აღნიშნა თენგიზ შერგელაშვილმა.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის კოტე კანდელაკის თქმით, საზოგადოებრივი თვითმმართველობის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს არ არის საჯარო ხელისუფლების ორგანო, ეს არის მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტი.

- ”თვითმმართველობის რეფორმის შედეგად თითოეულ ქალაქში დაგეგმილია მუნიციპალური თვითმმართველობის დანერგვა და სასოფლო თემებში თვითმმართველობის ორგანოს არჩევა. რაც შეეხება სამხარეო დონეს, აქაც სიახლეა. ანუ ცენტრის მიერ დანიშნული რწმუნებულის ინსტიტუტი გაუქმდება და სამხარეო დონეზე წარმომადგენლობითი საბჭო იქნება, რომლის წევრებიც თითოეული მუნიციპალიტეტიდან წარგზავნილი დეპუტატები იქნებიან, ხოლო რწმუნებულს დაერქმევა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი”, - განმარტავს კოტე კანდელაკი და ამატებს, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამხარეო საბჭო სამ კანდიდატს აირჩევს, ამ სამიდან ერთ-ერთს კი საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად 2013 წელს განახორციელებს. 2013-2014 წლებში სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები გატარდება.

- ”მიმდინარეობს აქტიური განხილვები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. პარალელურად მიმდინარეობს კანონპროექტების მომზადების პროცესი და დღევანდელი შეხვედრაც ამ პროცესის ერთ-ერთი ნაწილი იყო”, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

მსგავსი შეხვედრები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იმართება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობენ
სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის შექმნა იგეგმება
ახალციხეში ‘მოქალაქეთა მონაწილეობის’ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ
თენგიზ შერგელაშვილი მერებსა და გამგებლებს შეხვდა
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
ახალციხეში თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
25 არასამთავრობო მთავრობას მოუწოდებს არ შეაფერხოს თვითმმართველობის რეფორმა