FM97.5 / LIVE

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 07.05.2020
ახალციხის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსი შუახნის პირს აღმოაჩნდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.

ახალციხის  ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც, კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, პაციენტს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ადგილობრივებთან შეხება არ ჰქონია, იგი 14 დღიან კარანტინს ბაკურიანში გადიოდა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ახალციხის „ცხელების ცენტრში“ გადმოიყვანეს.

„მივიღეთ 11 ანალიზის პასუხი, აქედან ერთი დადებითია, ეს არის შუახნის პირი. ინფიცირებულმა უკვე დატოვა ჩვენი კლინიკა და გადაყვნილია შესაბამის კოვიდ კლინიკაში“, – ამბობს გიორგი ბარძიმაძე.

როგორც ბარძიმაძე ამბობს, კლინიკიდან შესამოწმებლად კიდევ 11 პირის ბილოგიური მასალაა გაგზავნილი.

რაც შეეხება ბორჯომის „ცხელების ცენტრს“ აქ სამი ანალიზის პასუხს ელოდებიან, როგორც კლინიკაში გვითხრეს სამივე ადგილობრივია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე–ჯავახეთში 16 აპრილს დაფიქსირდა, ინფექცია ახალდაბაში მცხოვრებ ახალგაზრდას დაუდასტურდა. 23 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა ბორჯომის "ცხელების ცენტრში" მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.

25, 29 და 30 აპრილს COVID-19 დაუდასტურდა ახალციხის "ცხელების ცენტრში" მყოფ სამ პაციენტს, ისინი ახალციხის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.

შვიდი მაისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, ხუთი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 10 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავრუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პირს  კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ მყოფ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ახალციხის 'ცხელების ცენტრში' კორონავირუსზე სამი პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია