FM97.5 / LIVE

პანდემიის დასრულება შორსაა - ჯანმო

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.04.2020
ჯანმოს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის დასრულება ჯერ შორი პერსპექტივაა, რადგან აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის მზარდი ტენდენცია შეინიშნება.

პანდემიის დასრულება შორსაა - ჯანმო

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა 27 აპრილის მედია ბრიფინგზე განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ევროპაში ახალი შემთხვევების შემცირებასთან ერთად შეზღუდვების შერბილება იწყება, კვლავ მოვუწოდებთ ქვეყნებს, კორონავირუსის ყველა შემთხვევა გამოავლინონ, მათი იზოლირება, ტესტირება და მკურნალობა განახორციელონ, რათა შემცირების ტენდენცია გაგრძელდეს. თუმცა, პანდემია შორსაა დასრულებისგან. ჯანმო კვლავ შეშფოთებულია აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ახალი შემთხვევების ზრდის გამო. ამასთან, ბევრ რეგიონში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი აღრიცხული არ არის, რადგან ბევრ ქვეყანაში ტესტირების მცირე შესაძლებლობა აქვთ“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

გებრეიესუსის ინფორმაციით, პანდემიის გამო საზღვრებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე 21 ქვეყანაში სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების უკმარისობა გამოიწვია.

კრიზისის გამო, მსოფლიოში ვაქცინაციის 14 კამპანია გადაიდო, რომელსაც 13 მილიონზე მეტი ადამიანი უნდა მოეცვა. გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია, რომელიც ვერ ჩატარდა, მიმართული იყო პოლიომიელიტის, წითელას, ქოლერას, პაპილომავირუსის, ყვითელი ცხელებისა და მენინგიტის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, კორონავირუსის დამარცხება ვერ მოხერხდება, თუ მსოფლიო გაერთიანებული არ იქნება.

„ეროვნული ერთიანობა გლობალური სოლიდარობის საფუძველია. სოლიდარობა, სოლიდარობა, სოლიდარობა - ეს არის ის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვამბობთ“, - აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯანმო: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა
‘COVID 19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ღორის გრიპის’ - ჯანმო

ჯანმო: უარესი ჯერ კიდევ წინ არის
Covid 19 -  შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 2 მილიონს გადააჭარბა
'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად'– ხვალ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
მსოფლიოში Covid-19-ის შემთხვევებმა მილიონნახევარს გადააჭარბა