FM97.5 / LIVE

ჯანმო: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო

მთავარიკორონავირუსი 18.03.2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო.

ჯანმო: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო

„ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო სულ რაღაც 60 დღეში მას შემდეგ, რაც ვირუსის გენეტიკური თანმიმდევრობა ჩინეთმა გაგვიზიარა. ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. გვსურს, შევაქოთ მკვლევრები მსოფლიოს მასშტაბით იმისთვის, რომ სისტემატიურად ახორციელებდნენ ექსპერიმენტალური მედიკამენტების შეფასებას“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, მთელი მსოფლიოდან შეკრებილი მკვლევარები ექსპერიმენტულ თერაპიებს სისტემატურად აფასებენ.

„ჩვენ ამას „სოლიდარობის გამოცდას“ ვუწოდებთ, რომელიც გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს, რომ გადატვირთულმა საავადმყოფოებმაც კი მიიღონ მონაწილეობა. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაადასტურა, რომ ისინი შეუერთდებიან „სოლიდარობის გამოცდას“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ მოუწოდებს ქვეყნებს განახორციელონ ყოვლისმომცველი მიდგომა, რომ შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება. ეს მიდგომა ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას და ყიდულობს დროს, ვაქცინის შემუშავებისთვის და მკურნალობისთვის. ეს კორონავირუსი წარმოადგენს უპრეცედენტო საფრთხეს. მაგრამ ეს არის ასევე უპრეცედენტო შესაძლებლობა, რომ გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, კორონავირუსი ბავშვებში მძიმედ განვითარდეს.

„ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც დაავადდებიან, დაავადებას გადაიტანენ იოლი ფორმით, მაგრამ ეს არ არის უნივერსალური. ჩვენ ვიცით იმის შესახებ, რომ ჩინეთში რამდენიმე ბავშვმა დაავადება მძიმედ გადაიტანა და ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ამგვარად, უნდა მოვემზადოთ, რომ ბავშვებს, შესაძლოა, ჰქონდეთ დაავადების მძიმე ფორმა, მაგრამ, მთლიანობაში, ისინი მას იოლად იტანენ “, – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის საგანგებო დაავადება ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა.

16 მარტს აშშ-ში მეცნიერებმა მოხალისეზე კორონავირუსის ვაქცინა დატესტეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა
აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო
პანდემიის დასრულება შორსაა - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა
ჯანმო: უარესი ჯერ კიდევ წინ არის
‘COVID 19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ღორის გრიპის’ - ჯანმო

COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა