FM97.5 / LIVE

'პლაქვენილის' გამოყენება მაღალ სიკვდილიანობასთან ასოცირდება - ახალი კვლევა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 24.04.2020
აშშ–ს სამთავრობო ორგანოს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ პრეპარატი სახელად "ჰიდროქსიქლოროქინი" ("პლაქვენილი") არათუ არ აუმჯობესებს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას, არამედ ის სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელთანაც კი შეიძლება ასოცირდებოდეს.

'პლაქვენილის' გამოყენება მაღალ სიკვდილიანობასთან ასოცირდება - ახალი კვლევა

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, კვლევის წინასწარი შედეგები ამ კვირაში შეერთებული შტატების ვეტერანთა დეპარტამენტმა და სამეცნიერო მკვლევარების აკადემიურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა.

მეცნიერები 368 კაც პაციენტს აკვირდებოდნენ. პაციენტების ერთ ნაწილს მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინს" აძლევდნენ, პრეპარატს, რომელიც აქამდე მალარიის და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა. მეორე ნაწილს, იგივე პრეპარატს ანტიბიოტიკ "აზითრომიცინთან" კომბინაციაში ასმევდნენ.

მათ შორის, ვისაც მალარიის საწინააღმდეგო წამალს აძლევდნენ, 27% გარდაიცვალა. იმათში, კი ვისაც პრეპარატს ანტიბიოტიკთან ერთად აძლევდნენ, 22% გარდაიცვალა. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში, ვისაც არც "ჰიდროქსიქლოროქინი" მისცეს და არც სხვა რაიმე პრეპარატი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 11.4% იყო.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევას გარკვეული ლიმიტები აქვს. ის არ იყო რანდომიზებული (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული) და პლაცებო-კონტროლირებული, რაც პრეპარატების ეფექტურობის დამადასტურებელ სამეცნიერო სტანდარტად ითვლება. ნაშრომი ჯერ არ გამოქვეყნებულა სამეცნიერო ჟურნალში.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ პრეპარატების ფართოდ დანერგვამდე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებს.

ახალი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, პანდემიის მასშტაბების ზრდის გამო, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებად "ჰიდროქსილქლოროქინის" და "ქლოროქინის" გამოყენების ნებართვა ამა წლის მარტში გასცა საგანგებო ავტორიზაციის გზით და არა დამტკიცების ტრადიციული წესით, მრავალწლიანი პროცესის გავლის შემდეგ.

აღნიშნული პრეპარატები ბევრი საავადმყოფოს მკურნალობის შიდაგანაწესშია (პროტოკოლში) შესული, როგორც მალარიასთან და აუტოიმუნურ დაავადებებთან ბრძოლის, ასევე ახალი კორონავირუსის ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალება. "ჰიდროქსილქლოროქინს" (პლაქვენილი) დღეს ამერიკაში ათასობით პაციენტს ისე ასმევენ, რომ კოვიდ-19-ზე მათი ზემოქმედების დადებითი შედეგები ჯერჯერობით კლინიკური ცდებით დადასტურებული არ არის.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ „პლაქვენილს“ იყენებენ საქართველოშიც. თბილისის ინფექციური საავდამყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პრეპარატს „უნიშნავენ მხოლოდ საშუალო სიმძიმის, განსაკუთრებული სიმძიმის და მძიმე ავადმყოფებს“.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა შემთხვევაში მკურნალობენ  კორონავირუსით ინფიცირებულებს ‘პლაქვენილით’  –  თენგიზ ცერცვაძის განმარტება
თენგიზ ცერცვაძე: ‘კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა’
საქართველოში კორონავირუსის მკურნალობისთვის პრეპარატ ‘რემდესივირს’ გამოიყენებენ
'კორონავირუსზე პაციენტებს პლაქვენილით ვმკურნალობთ' – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის განცხადება
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16–ის მდგომარეობა კრიტიკულია
აუდიტი - C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა