FM97.5 / LIVE

ახალციხის კლინიკა ‘იმედში’ სამშობიარო განყოფილება დაიკეტა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.04.2020
ახალციხის კლინიკა „იმედში“ სამშობიარო განყოფილება დაიხურა. სამედიცინო დაწესებულება ამ მიმართულებით აღარ იმუშავებს. სპეციალური ადმინისტრაციული აქტი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, პირველ აპრილს გამოსცა.

ახალციხის კლინიკა ‘იმედში’ სამშობიარო განყოფილება დაიკეტა

კლინიკა „იმედში“ სამშობიარო განყოფილება პირველი აპრილიდან გაუქმდა. ეს ფაქტი კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება, თუმცა ადმინისტრაციაში მუშაობის შეწყვეტის მიზეზებზე არ საუბრობენ: „ამ მიმართულებით ბიზნეს საქმიანობა დავასრულეთ, აღარ მივიღებთ მშობიარეებს. კანონის შესაბამისად, ლიცენზია ჩაბარებულია სამინისტროში“, - ამბობს კლინიკის მენეჯერი დავით მაისურაძე.

მისივე თქმით, კლინიკაში რაიმე შეუსაბამობა არ დაფიქისირებულა და ეს უბრალოდ მისი გადაწყვეტილება იყო. „როცა საქმეში ხარ ჩართული, იღებ სხვადასხვა გადაწყვეტილებას. ვინც აღრიცხვაზე იყო, მათ ყველას მიეწოდათ ინფორმაცია და დანარჩენი საქმიანობა გაგრძელდა ჩვეულებრივად. მშობიარეები უკვე ნახევარი თვეა სხვადასხვა დაწესებულებას მიმართავენ“.

კლინიკაში სამშობიარო განყოფილების დახურვის მიზეზი უცნობია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვისაც. აქ „იმედის“ ადმინისტრაციის განაცხადი 26 მარტს მიიღეს. სამმართველოში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავენ, რომ განყოფილების გაუქმება კლინიკის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა და მას რამე შეუსაბამობასთან კავშირი არ აქვს. ასეთი მოთხოვნა კანონთან შესაბამისია.

„დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მოგვმართა აღნიშული დაწესებულების ადმინისტრაციამ და შესაბამისი განაცხადების საფუძველზე, მოხდა დაწესებულებისთვის ნებართვის დანართის გაუქმება. კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, გვეუბნება, რომ თუ დაწესებულების ხელმძღვანელის განაცხადია, რომლის მიხედვითაც, იგი ითხოვს შესაბამისი საქმინობის გაუქმებას, ეს ჩვენთვის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს“, - აცხადებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს უფროსი, ირმა ბურდულაძე.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სამმართველომ მხოლოდ ის გადაამოწმა, კლინიკაში სამშობიარო განყოფილების გაუქმების შემდეგ, რჩებოდა თუ არა მუნიციპალიტეტში სხვა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მშობიარეებს მოემსახურებოდა.

„ერთის მხრივ არის მათი გადაწყვეტილება, მაგრამ მეორეს მხრივ არის ხოლმე ყოველთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი. ყურადღებას ვაქცევთ იმას, ამ მუნიციპალიტეტში არის თუ არა მეორე ალტერნატიული დაწესებულბა იმავე სერვისის მიმწოდებელი. ჩვენი სტაციონალური დაწესებულების რეესტრის მიხედვით, ახალციხეში არსებობს მეორე სამედიცინო სტაციონალური დაწესებულება, რომელსაც აქვს სამეანო ნეონატალური საქმიანობის ნებართვა. გამომდინარე აქედან, ახალციხე სამეანო ნენატალური სერვისის მიწოდების გარეშე არ დარჩენილა, ესეც გავითვალისწინეთ და ყურადღება იყო გამახვილებული“.

ამავე კლინიკაში 2018 წლის მარტში, 23 წლის ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. იგი ახალციხის სოფელ წყრუთიდან იყო. ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ორი წლის წინ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, იგი კვლავ გრძელდება, სამშობიარო განყოფილების დახურვა კი ამ ფაქტის გამოძიების შედეგებს არ უკავშირდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კლინიკა ‘იმედში’ ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა
გარდაცვლილი  ქალის საქმეს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს
რას შეიძლება გამოეწვია ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალება – ექიმების ვერსიები
ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სპეციალისტები დაემატა [R]
სამშობიარო, რომელსაც წელიწადში 500 მშობიარეზე ნაკლები ჰყავს, ჯანდაცვის პროგრამაში ვერ ჩაერთვება
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი ისევ კლინიკაში რჩება
„უნიმედი სამცხეს“ მშობიარეებს თვითმმართველობის საჩუქრები არ შეხვდათ