FM97.5 / LIVE

ახალციხეში, კლინიკა 'იმედში', ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.03.2018
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, მშობიარობიდან ორი დღის შემდეგ, 23 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში საავადმყოფოს ადანაშაულებს.

ახალციხეში, კლინიკა 'იმედში', ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა 28 მარტს იმშობიარა. ექიმებმა მათ განუცხადეს, რომ დედაც და ჩვილიც თავს კარგად გრძნობდნენ. დღეს, 30 მარტს, დილით კი დაურეკეს და აცნობეს, რომ ცუდი ამბავი ჰქონდათ.

როგორც გარდაცვლილის ბიძა გვიყვება, 23 წლის ქალი სავარაუდოდ გამთენიისას, ოთხიდან ხუთ საათამდე პერიოდშია გარდაცვლილი. იგი ექიმებს საპირფარეშოში უნახავთ: „ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. ასე უცებ რა მოხდა?! ეთქვათ, თუ რამე გართულებები ჰქონდა და თბილისში გადავიყვანდით".



ამ წუთებში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები კლინიკაში არიან შეკრებილი და ექიმებთან შეხვედრას ითხოვენ: "ყველა ექიმისგან ვითხოვთ პასუხს, ვინც მორიგე იყო ამ ღამით".

კლინიკის ხელმძღვანელი დავით მაისურაძე ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს. პირად საუბარში ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა ფიზიოლოგიორად იმშობიარა, ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, ამ დრომდე რამე გართულება არ ყოფილა, დანარჩენს კი ექსპერტიზას დაადგენს. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იმ მოტივით იკავებს, რომ გარდაცვლილის ახლობლები აფექტის მდგომარეობაში არიან და ახლა რაიმეს თქმა 'ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება'. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალი დაახლოებით 07:30 საათზე გარდაიცვალა.

კლინიკის ეზო სავსეა გარდაცვლილის ახლობლებითა და თანასოფლელებით. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. გოგონა ახალციხის, სოფელ წყრუთის მცხოვრებია. ეს მისი პირველი მშობიარობა იყო.



ბოლო ინფორმაციით, ამ წუთებში გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. თბილისიდან ელოდებიან დამოუკიდებელ ექსპერტსაც. გარდაცვლილის ახლობლები საავადმყოფოში რჩებიან და ბავშვის ნახვას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება "სამხრეთის კარიბჭეც" და მომხდარის დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

ახალციხეში, კლინიკა 'იმედში', ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

ახალციხეში, კლინიკა 'იმედში', ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

ახალციხეში, კლინიკა 'იმედში', ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კლინიკაში, სადაც ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, ახალციხის მერი მივიდა [Video]
გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალი სოფელში გადაასვენეს
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი ისევ კლინიკაში რჩება
რას შეიძლება გამოეწვია ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალება – ექიმების ვერსიები
გარდაცვლილი  ქალის საქმეს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი კლინიკიდან გაიყვანეს