FM97.5 / LIVE

ვის არ ეხება 4 დიდ ქალაქში შესვლისა და გამოსვლის აკრძალვა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 15.04.2020
15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისში, ბათუმში, რუსთავისა და ქუთაისში მოქალაქეებს შესვლა და გამოსვლა აეკრძალებათ. ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტება. მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა იმ პირთა კატეგორია, ვისაც შეზღუდვა არ ეხება.

ვის არ ეხება 4 დიდ ქალაქში შესვლისა და გამოსვლის აკრძალვა

მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები, თუმცა ისინი ტერიტორიას 10 დღის განმავლობაში ვეღარ დატოვებენ. ტერტორიის დატოვება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები, რომლებიც სხვაგან არიან რეგისტრირებულები.

მთავრობის N242 დადგენილების მიხედვით შეზღუდვა არ ეხება:

✔ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

✔ საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

✔ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

✔ ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

✔ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

✔ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

✔ სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

✔ მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

✔ სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

✔ საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

✔ კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

✔ საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რის გამოც საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა დღეს, 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის 306 დადსტურებული შემთხვევაა აქედან 69 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების გამო, 21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინი და ე.წ კომენდანტის საათი გამოცხადდა. დღის განმავლობაში იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 21:00–დან 06:00 საათამდე კი აკრძალულია გადაადგილება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე შესვლა იკრძალება
მანდატურები საკარანტინო ზონებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ
საქართველოს 4 ქალაქში  შესვლა და გასვლა აიკრძალება
‘რეკომენდაცია რჩება უცვლელი’ – ტიკარაძე ეკლესიაზე
ადიგენიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია
კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 517-მდე გაიზარდა
ბორჯომსა და ახალციხეში სასაფლაოების შესასვლელებთან სამართალდამცველები იმყოფებიან [ფოტო]