FM97.5 / LIVE

‘საპატრიარქოს დაცვის დაინფიცირებულ თანამშრომელს შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონდა’ - დეკანოზი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 14.04.2020
საპატრიარქოს ინფორმაციით, დაინფიცირებული დაცვის თანამშრომელი მხოლოს შესასვლელ პუნქტში იმყოფებოდა და მას შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონდა. სასულიერო პირმა კი, დაინფიცირების შესახებ, ხარების მსახურების შესრულების შემდეგ შეიტყო.

‘საპატრიარქოს დაცვის დაინფიცირებულ თანამშრომელს შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონდა’ - დეკანოზი

საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დაცვის თანამშრომელს საპატრიარქოს შიდა პერიმეტრთან შეხება არ ჰქონდა.

„მას ფიზიკური შეხება არ ჰქონია არავისთან, ბოლო დროს დისტანციურ ტემპერატურის საზომს ხმარობდნენ“.

მისივე თქმით, იმ პირთან ერთად, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა, ტესტირება ორი დღის წინ მის ორ თანამშრომელსაც ჩაუტარდა.

„ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ აქ საპატრიარქოში მუშაობს, ასევე თავის სამსახურშია და ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობასაც. მასთან ერთად ტესტირება ჩაუტარდა სხვა ორ თანამშრომელსაც და მათზე მოვიდა უარყოფითი პასუხები, მარტო ეს ერთი ადამიანია ჯერ-ჯერობით დაინფიცირებული“, - აცხადებს დეკანოზი.

რაც შეეხება დაინფიცირებულ სასულიერო პირს, დეკანოზის თქმით, მან ბოლოს ხარების დღესასწაულზე, 7 აპრილს აღავლინა მსახურება.

„ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში, როგორც მან გადნაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მსახურების შემდეგ, საღამოს იგრძნო თავი შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა ექიმებს და ანალიზმა ამცნო რომ აქვს ვირუსი. მეორე დღეს მას ჰქონდა მსახურება, თუმცა ტაძარში არავინ იყო“, - აცხადებს საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე.

მისივე განმარტებით, დაინფიცირებულ მღვდელთან ერთად მყოფი სხვა სასულიერო პირი თვითიზოლაციაშია, ტაძარი კი რამდენიმე დღით დაიკეტა და იქ სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება: „ტაძრი არის დაკეტილი, სრული კარანტინია გამოცხადებული. ეს რამდენიმე დღე, რაც დეზინფექციას დასჭირდება დაკეტილი იქნება, შემდეგ ვინმე სხვა, მოძღვარი შეასრულებს მსახურებას და აღდგომის დღესასწაულზე იქ იქნება წირვა“.

დეკანოზის თქმით, ისინი რისკ–ჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდებენ, ტაძრებში არ მივიდნენ, თუკი ფიქრობენ, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„მაქსიმალურად ვაფრთხილებთ რის ჯგუფს, რომ თავი შეიკავონ, კარგად გვესმის ეს რისკები. ვინც ფიქრობს, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და არ მივიდეს ტაძარში, ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ ეკლესიის წევრი ხართ და სახლში მოვალთ და გაზიარებთ და გადაცდომაში ამას არ ჩავუთვლით. ვისაც უნდა მოსვლა, მათ არ ვეუბნებით არ მოხვიდეთო, მათ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ“, - აცხადებს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი  ხარების დღესასწაულზე ეზიარა
ეკლესიები საღამოს 8 საათზე დაიკეტება – საპატრიარქოს სამი რეკომენდაცია სასულიერო პირებს
აღდგომის მსახურების დეტალები ხვალ გახდება ცნობილი - საპატრიარქო
‘აღდგომას და მომდევნო დღეს არ გავიდეთ საფლავზე’ - ანდრია ჯაღმაიძე
‘მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა’ – დეკანოზი
საპატრიარქო: 'COVID-19-ით ინფიცირებულმა მღვდელმა მსახურება რამდენიმე დღის წინ აღავლინა'
წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო