FM97.5 / LIVE

ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ 31 წლის კაცს ბრალი წარედგინა

მთავარისიახლე, სამართალი 10.04.2020
ახალციხის რაიონული პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ 31 წლის კაცს ბრალი წარედგინა

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ქ.თ.-ს ძაღლი გადააგდო, რის შედეგად ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა.

"10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით", – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე, სამველ პეტროსიანს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედგინათ
ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა
ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა
ახალციხეში პოლიციელების დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ბორჯომში მე–12 სართულიდან ძაღლის გადმოგდებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს
ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს და მის მეგობარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
პროკურატურა შალვა აბულაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს