FM97.5 / LIVE

ბორჯომში მე–12 სართულიდან ძაღლის გადმოგდებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 09.04.2020
შსს–მ ბორჯომში ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 31 წლის კაცს ძაღლის მე–12 სართულიდან გადმოგდებისთვის ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბორჯომში მე–12 სართულიდან ძაღლის გადმოგდებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს

ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან ექვს აპრილს გადმოაგდო. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა ლალიაშვილმა გაავრცელა.

"ეს კაცი სტუმრად იყო მისული ერთ–ერთ ოჯახში, სადაც მასპინძელთან მოუვიდა კოფლიქტი, ხმაურზე გამოვიდა ამ ძაღლის მეპატრონე გასაშველებლად და გამოჰყვა ცუგა, იმ კაცმა მოკიდა ხელი და აივნიდან გადააგდო", – ჰყვება "სამხრეთის კარიბჭესთან" ლალიაშვილი.

მომხდარზე გამოძიება გუშინ, რვა აპრილს სსკ-ს 259 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აღნიშნული მუხლი ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

31 წლის კაცი, რომელმაც ძაღლი მე–12 სართულიდან გადმოაგდო რვა აპრილს დააკავეს. იგი ბორჯომელია.

ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ძაღლი მეთორმეტე სართულიდან გადმოაგდეს
ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ 31 წლის კაცს ბრალი წარედგინა
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში 19 წლის გოგო მეორე სართულიდან გადმოვარდა
თბილისში კორპუსიდან 29 წლის კაცი გადმოვარდა, გარდაცვლილი ვალედან არის
ასპინძაში მეორე სართულიდან 2 წლის ბიჭი გადმოვარდა
ბორჯომში მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში გადაჰყავთ