FM97.5 / LIVE

სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

მთავარისაზოგადოება » განათლება 31.10.2013
2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჩაბარებაც შეეძელბათ, უცხოური ენის გამოცდას კი მოსმენის ნაწილი დაემატება.

სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აბიტურიენტებს ორ სიახლეს სთავაზობს:

1. 2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგანის სწავლება I-IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

2. იგეგმება უცხოური ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი.
გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტის შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს დავალება.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, უცხოური ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი დაეგზავნებათ სკოლებს და განთავსდება ვებგვერდზე: www.naec.ge. CD დისკებს სკოლები ნოემბრის დასაწყისში მიიღებენ.

"2014 წელს, ისევე როგორც წელს, აბიტურიენტებს შეეძლებათ განაცხადში მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება - არჩეული პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. აბიტურიენტები კვლავ შეძლებენ საბოლოო არჩევანის გაკეთებას ყველა გამოცდის შედეგის გაგების შემდეგ", - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში
როგორ აფასებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს
რა შეიცვალა ერთიან ეროვნულ გამოცდებში
დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება
სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებში
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ბოდიშს უხდის