FM97.5 / LIVE

სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებში

მთავარისიახლე, განათლება 30.06.2016
ხვალიდან, 1 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ახალციხის საგამოცდო ცენტრში 1000–მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებში

საგამოცდო ცენტრი ახალციხეში #5–ე საჯარო სკოლაში განთავსდა. პირველი გამოცდა, ქართული ენისა და ლიტერატურაში, ხვალ, 1 ივლისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება.

2016 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესული გარკვეული ცვლილებების გასაცნობად, ,,სამხრეთის კარიბჭე“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აბიტურიენტებისათვის რამდენიმე სიახლეა. კერძოდ: გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს თან პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი უნდა ჰქონდეს, რომელიც თავად უნდა ამობეჭდოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდიდან.

"ადრე ჩვენ ვუგზავნიდით ამ ბარათებს რესურსცენტრებს, შემდეგ ისინი გადასცემდნენ სკოლებს და სკოლები აწვდიდნენ აბიტურიენტებს. ახლა თითოეული კანდიდატი, ვინც დარეგისტრირდა გამოცდებზე, უნდა შევიდეს თავის გვერდზე, სადაც რეგისტრაცია გაიარა და ამოიბეჭდოს მოსაწვევევი. ეს იქნება A4 ფორმატის გვერდი და ამ ბარათს პირადობის მოწმობასთან ერთად წარადგენს გამოცდაზე მისვლისას“, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე.

მისივე თქმით, თუკი აბიტურიენტს აღნიშნული მოსაწვევი არ ექნება, მისი რეგისტრაციის პროცესი გაჭიანურდება, რადგან მის გადამოწმებასა და ბაზაში შედარებას დრო დასჭირდება.

კიდევ ერთი სიახლე, ტესტირების ელექტრონული ნაწილი იქნება. თითოეული ტესტირების საკითხთა ნაწილს აბიტურიენტები სპეციალურ ლეპტოპზე ჩააბარებენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, საგამოცდო ცენტრებში 10 000–ზე მეტი ლეპტოპი გადანაწილდა. მათი რაოდენობა, აბიტურიენთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა.

„ელექტრონული ნაწილი ყველა საგანში იქნება. აბიტურიენტებს ლეპტოპები მაგიდებზე დახვდებათ, დავალებას ნახავენ ეკრანზე და პასუხს ჩაწერენ პასუხების ფურცელზე. 30 ივნისს, ტექნიკური მხარე, ქსელების გამართვა – გადამოწმება და ა.შ საბოლოოდ შემოწმდება“, – ამბობს ივა მინდაძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სხვადასხვა საგანში მაქსიმალური ქულა განსხვავებულია. გამსვლელი ბარიერი უმრავლეს გამოცდაში 25%–ია, მხოლოდ უცხო ენაში კი გამოცდის ჩასაბარებლად აბიტურიენტმა მინიმუმ 21 ქულა ანუ 20%+1 უნდა დააგროვოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 ივლისს, ფიზიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებით დასრულდება.

წელს ზაფხულის გამოცდებს 38 500–ზე მეტი აბიტურიენტი, 4–ათასამდე სტუდენტი, 12 500–ზე მეტი მაგისტრობის მსურველი და 22 700–ზე მეტი პედაგოგი აბარებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი  აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე
უცხო ენების და მათემატიკის გამოცდის პასუხები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო