FM97.5 / LIVE

‘ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარი’– ამირან გამყრელიძე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 04.04.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველამ დავიცვას ის ღონსიძიებები, რასაც საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, თვითიზოლაცია გულისხმობს.

‘ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარი’– ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში COVID 19-ით დაინფიცირების იმაზე ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ.

„ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ ეს თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად „გაიწელა“, ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით დრო მოვიგეთ და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს, რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ოდნავ ცოტაც არის შემიძლია გიხთრა, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება და ვნახოთ“, – განაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ დავიცვას ის ღონსიძიებები, რასაც საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, თვითიზოლაცია გულისხმობს.

„აუცილებელია პირადი ჰიგიენა, ნაკლები დიდი შეხვედრები, ნაკლები დიდი სუფრები და ა.შ. ნაკლები კი არა, საერთოდ აკრძალულია სუფრები. ამ ბრძოლაში პირველი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება. წამალი და მკურნალობა გვჭირდება უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ რომ არ დაგვიინფიცირდეს ხალხი, საჭიროა, სოციალური დისტანცირება, თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მაშინ ნაკლები დაზიანება შეიძლება იყოს“, – ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ინფიცირების 157 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი, 79 წლის ქალი დღეს, ოთხ აპრილს გარდაიცვალა, 28 კი გამოჯანმრთელდა.

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამოქმედდა ცხელი ხაზი - 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ. ცხრა ქალაქის, მათ შორის ახალციხის შესასვლელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო – მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგი უტარდებათ.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 31 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 157-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა