FM97.5 / LIVE

როგორ კრძალავენ კორონავირუსით გარდაცვლილებს – ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 04.04.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

როგორ კრძალავენ კორონავირუსით გარდაცვლილებს – ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი

„სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი კორონავირუსული ინფექციით ან შესაძლო შემთხვევით, დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდებს რასაც ჩვენ ვეძახით და ამავე დროს არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრები“, - განაცხადა ბრიფინგზე გამყრელიძემ.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ინფიცირების 157 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი, 79 წლის ქალი დღეს, ოთხ აპრილს გარდაიცვალა, 28 კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის პროტოკოლი 25 მარტს შეიმუშავა.

აღნიშნული წესის თანახმად, ოჯახის წევრები და სარიტუალო/დამკრძალავი სამსახური ინფორმირებული უნდა იყვნენ ინფექციის გავრცელების საფრთხისა და საჭირო ღონისძიებების თაობაზე:

გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია;

საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება;

COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების დროს ინფექციის კონტროლის დეტალური ღონისძიებები კი შემდეგნაირია:

კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გარდაცვალების შემთხვევის მართვის დროს დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:

1. COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი უნდა დაფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში, მაჯაზე გაუკეთდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი მინიშნება, შემდგომ ჩანთა შეიკრას მჭიდროდ თავიდან ბოლომდე ელვა-შესაკრავის საშუალებით, ისე, რომ გამოირიცხოს გვამის სითხეების გამოჟონვის შესაძლებლობა; გვამის მაიდენტიფირებელი ინფორმაცია (მაჯაზე გაკეთებულის იდენტური) უნდა დაერთოს (სპეციალური სამაგრით, ან ჯიბის საშუალებით) გვამის ჩანთას გარედან. გვამის ჩანთაში ჩადების წინ საჭიროა დაცული იქნეს შემდეგი წესები:

• გვამიდან ფრთხილად უნდა იქნეს მოშორებული კათეტერები, მილები და დრენაჟები; მათი ამოღების ადგილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფიცირება 1%-იანი ჰიპოქლორიტით;

• გვამიდან მოცილებული ბასრი საგნები (მაგ. სისხლძარღვშიგა კათეტერები) უნდა მოთავსდეს ბასრი საგნების კონტეინერში;

• ბიოლოგიური სითხეების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დახშულ უნდა უნდა იქნეს პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები;

• გვამის დამუშავების დროს წარმოქმნილი ყველა ნარჩენი უნდა განთავსდეს ინფექციური ნარჩენების კონტეინერში.

2. შემდგომ ხდება გვამის ჩანთის ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში, სადაც ჩანთას გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო.

3. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში უნდა მოხდეს გვამის ჩანთის გარე ზედაპირის დეზინფიცირება.

4. დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე.

5. ოჯახის წევრები და სარიტუალო/დამკრძალავი სამსახური ინფორმირებული უნდა იყვნენ ინფექციის გავრცელების საფრთხისა და საჭირო ღონისძიებების თაობაზე:

• გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია;

• საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

6. COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ეს არის კონტექსტიდან ამოღებული’ - მერაბიშვილი ‘ორი გვამის’ ამბავზე
სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო
‘აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრება’– გახარია
'ორი გვამი მჭირდება... პრემია დიდია', - შეფასებები მერაბიშვილის მშობლიური სოფლიდან
მთავრობის გადაწყვეტილებით კვების ობიექტები  ე.წ მიწოდების სერვისზე გადავლენ
როგორ მოვიქცეთ შესაძლო დაინფიცირებულის ჩაწერისას – რეკომენდაციები ჟურნალისტებს
საქართველოში COVID 19–ით ინფიცირებულთა რიცხვი 110–მდე გაიზარდა