FM97.5 / LIVE

COVID 19-ის გამოცდილება - რას ჰყვება ახალციხელი ახალგაზრდა, რომელსაც გერმანიაში კორონავირუსი შეხვდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 27.03.2020
26 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახალციხიდან არის, ახალ კორონავირუსს, გერმანიაში, სახლის პირობებში მკურნალობს. ამბობს, რომ თავს ყოველდღიურად უკეთ გრძნობს და სურს, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.

COVID 19-ის გამოცდილება - რას ჰყვება ახალციხელი ახალგაზრდა, რომელსაც გერმანიაში კორონავირუსი შეხვდა

თენგო ახლა ქალაქ ბრანენბურგშია, დაინფიცირების შესახებ, დაახლოებით ათი დღის წინ გაიგო. სიმპტომებმა დააეჭვა და ტესტი გაიკეთა, რომელმაც ინფიცირებაზე დადებითი პასუხი აჩვენა.

„დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო თავის ტკივილები, დაღლილობა, რამდენიმე დღის წინ მომცა ტემპერატურაც. სხვა სიმპტომები არ მქონია. მკურნალობას სახლში გავდივარ, იმიტომ, რომ სავადმყოფოში ბევრად მძიმე პაციენტები არიან. ჩემი შემთხვევა მსუბუქია და შემიძლია თავად გავუმკლავდე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა კორონა მქონოდა“.

დაინფიცირების წყარო თენგოსთვის უცნობია, ვარაუდობს, რომ ეს ეგვიპტეში ყოფნას უკავშირდება.

„ეგვიპტეში ვიყავი ერთი კვირით დასასვენებლად და ვფიქრობ, რომ ამ დროის მონაკვეთში დავინფიცირდი. გერმანიაში 29 თებერვალს დავბრუნდი. მას მერე, აქაც მქონდა ადამიანებთან კონტაქტი, მაგრამ მართლა არ ვიცი, როგორ მოხდა“.

მისივე თქმით, მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულ პრეპარატს არ იყენებს: „მხოლოდ პარაცეტამოლს ვსვამ, ესეც იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 38 გრადუსს ასცდა. ვიღებ ბევრ სითხეს, წვენს, ჩაის, წყალს. სხვა მედიკამენტი არ მიმიღია, ორგანიზმი იბრძვის და ამ ვირუსის წინააღმდეგ თავად იმუშავებს იმუნიტეტს“, - ამბობს თენგო.

იგი საზოგადოებას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ, იმუნიტეტს გაუფრთხილდნენ და სახლში დარჩნენ.

„პანიკაში ნუ ჩავარდებით, არ არის საშიში არაფერი. დაძაბულობა და სტრესი პირველი მტერია იმუნიტეტის. ნუ იქნებით დაავადების გადამტანები, დარჩით სახლში. შეიძლება ეს უსიმიპტომოდ მიმდინარეობდეს. ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ამ ვირუსის მატარებელია და ასე გადავდებთ საყვარელ ადამიანებს, ნათესავებს, რომლებზეც გული შეგვტკივა“.

საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, თენგომ ვიდეო თავად ჩაწერა და სოციალურ ქსელში, სპეციალურად კორონავირუსის თემაზე შექმნილ ჯგუფში გააზიარა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

26 წლის ახალციხელმა ახალგაზრდამ კორონავირუსი დაამარცხა
‘ტემპერატურა და სპაზმური ხველა მაქვს’ – ახალციხელი ექიმი
როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
‘მსუბუქი მიმდინარეობის ინფიცირებულები მკურნალობას სახლში გაივლიან’ - მინისტრი
საქართველოში კორონავირუსის თორმეტი შემთხვევა დადასტურდა
ბორჯომელ ახალგაზრდას განმეორებითი ტესტირების დროს COVID-19 არ დაუდასტურდა
9 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია