FM97.5 / LIVE

საქართველოში კორონავირუსის თორმეტი შემთხვევა დადასტურდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.03.2020
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თორმეტამდე გაიზარდა. ახლად დაინფიცირებულ ადამიანებს შორის ერთ–ერთი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის თორმეტი შემთხვევა დადასტურდა

დღეს, შვილ მარტს კორონავისრუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მეირ შექმნილ სპეციალურ საიტზე სტატისტიკური მონაცემი ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 12
კარანტინის რეჟიმში - 140
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 42


სამი ახალი შემთხვევიდან ერთ–ერთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე. დაავადების შესახებ მან თავად განაცხადა.

„როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით.

შესაბამისად, გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ, საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია. რა თქმა უნდა, ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე, რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამდენიმე მიზეზით:

1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის.

2. არ მინდა, რომ ეს საკითხი გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი

3. და რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას“, - წერს გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსის მეცამეტე შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა
ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
‘ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია’ – გამყრელიძე
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა
'ოჯახური შემთხვევებია' - ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტზე