FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘შვიდგზის ზეთისცხება’ ტაძრის ეზოში სრულდება [ფოტო]

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.03.2020
ახალციხეში ღვთისმსახურება წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ეზოში მიმდინარეობს. „შვიდგზის ზეთისცხების“ რიტუალს მღვდელი, გიორგი ჭურღულაია ასრულებს. მორწმუნეები ერთმანეთისგან მოშორებით, თეთრი საღებავით მონიშნულ ადგილებზე დგანან.

ახალციხეში ‘შვიდგზის ზეთისცხება’ ტაძრის ეზოში სრულდება [ფოტო]
„სამხრეთის კარიბჭეს“ მორწმუნეებმა განუცხადეს, რომ „შიშის გრძნობა არ აქვთ“ და რომ რეკომენდებულ 1.5 მეტრიან დისტანციას მაინც იცავენ.

სასულიერო პირი კი განმარტავს, რომ უსაფრთხოების ნორმებს იცავენ, ხატებს კი „ვარდის წყლით“ და სპირტით ასუფთავებენ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება. ღვთისმსახურება შეაჩერეს საქართველოში მოქმედმა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა.

მიუხედავად დიდი რისკისა, მართმადიდებლურ ტაძრებში მრევლი მაინც დადის, ასევე სრულდება წირვა– ლოცვა. საპატრიარქოს გდაწყვეტილებით, დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, ღია ცის ქვეშ ტარდება. მოძღვრებს კი ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. რის გამოც საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სასულიერო პირების განმარტებით, „ჩნდება განცდა, რომ ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს“.

საპატრიარქოს განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი გამოეხმაურა.

„რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება“, - აღნიშულია ღია წერილში, რომელსაც ხელს 16 სასულიერო პირი და 11 თეოლოგი აწერს.

ახალციხეში ‘შვიდგზის ზეთისცხება’ ტაძრის ეზოში სრულდება [ფოტო]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი
რა (არ) იცვლება ღვთისმსახურებაში  - საპატრიარქოს განცხადება კორონავირუსზე
‘ერთი ბარძიმის ბუკვალური გაგება დაუშვებელია’ - მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპატრიარქოს პასუხობენ
‘ტაძარში უფრო ნაკლები ხალხია, ვიდრე ტრანსპორტში, აფთიაქებსა და მაღაზიებში’  - საპატრიარქო
‘დიდ ეკლესიებში დისტანციას დაიცავენ, მცირეში - მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან’ - მთავრობა
ეკლესიები საღამოს 8 საათზე დაიკეტება – საპატრიარქოს სამი რეკომენდაცია სასულიერო პირებს
მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს