FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.04.2020
26 აპრილს კვირაცხოვლობა აღინიშნება, ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ახალციხის ამაღლების ეკლესიაში საზეიმო წირვა დეკანოზმა, ნიკოლოზ აბრამაშვილმა აღავლინა.

მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და ჭრილობები აჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც მან ეს ამბავი შეიტყო, თქვა, რომ სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა მაცხოვარს, მის ადღგომას ვერ დაიჯერებდა.

აღდგომიდან მერვე დღეს, კვირა საღამოს, მაცხოვარი თომა მოციქულის თანდასწრებით კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. მან მოციქულს ჭრილობები აჩვენა და უთხრა ხელით შეხებოდა, რათა მის აღდგომაში დარწმუნებულიყო.

თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, მაცხოვარს თაყვანი სცა და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება სრულად აღიარა. უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.

ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

კორონავირუსის გავცელების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული, იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, მიუხედავად ამისა მართლმადიდებლურ ტარძრებში წირვა–ლოცვა მაინც აღევლინება. სასულიერო პირები და მრევლი აცხადებს, რომ იცავენ დისტანციას და ინფექციის გავრცელების საშიშროება არ არის. მედიკოსების არაერთი მოწოდების მიუხედავად მორწმუნეები საერთო კოვზით იღებენ ზიარებასაც. საპატრიარქომ ჯერ კიდევ 29 თებერვალს განაცხადა, რომ ზიარებისთვის ერთჯერად კოვზს არ გამოიყენებს.



მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს  აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს
დღეს კვირაცხოვლობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს  სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს