FM97.5 / LIVE

‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.03.2020
ახალციხეში ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი ამბობს, რომ ეკლესიაში საქართველოს საპატრიარქოს მიერ განცხადებაში გავრცელებულ ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებენ. ბოლო პერიოდში კი ქვეყანაში გავრცელებულ აზრს ზიარების ან სხვა რიტუალის წესის შეცვლის შესახებ არ ეთანხმება.

‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

„ქვეყანაში განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე თქვენ ხედავთ, რომ მრევლი და ჩვენ ყველა ვიცავთ დისტანციას, ეკლესიის ეზოსა და შიგნით ტაძარში სპეციალური ნიშნებია ძირს. მრევლიდან თითო ხატთან გამოვარჩიეთ თითო მორწმუნე, რომელსაც ჩვარი და სპეციალური საწმენდი, სპირტი ან ვარდის წყალი უჭირავს ხელში, და მას შემდეგ რაც მრევლი ემთხვევა იწმინდება“, - ამბობს ნიკოლოზი.

ამბობს, რომ ამ ყველაფერს ასრულებენ, თუმცა სხვა სახის ნებისმიერი რიტუალის შეცვლა, რომელიც სარწმუნოებაში 21 საუკუნეა არსებობს არაა გამართლებული. მისი თქმით, მრევლს ხშირად ესაუბრება რწმენის მნიშვნელობაზე. დეკანოზი ეთანხმება საპატრიარქოს პოზიციას ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით.

„მთელი მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა და მე პირადპირ გულწრფელად გეტყით, რომ მორწმუნე საზოგადოებას ძალინ დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწია და უწევს. ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი და გასახარი არის ის, როდესაც ჩემს მრევლთან მიწევს საუბარი იმაზე, რომ თუ ჩვენში რწმენა დაიკარგა და განქარდა, თუნდაც ერთი კოვზიდან ზიარება ამით არ შეიძლება რომ გადავიდეს რამე სნეულება, ყველაფერი თავის აზრს კარგავს. როგორც წმინდა სინოდი ფიქრობს, მეც მასე ვფქირობ, არა იმიტომ რომ სისტემურად თავის დახრა შემიძლია, არამედ იმიტომ რომ მე ამის თანამონაწილე ვარ. ჩემთვის მიუღებელია ამ განსაკუთრებული განსაცდელის დროს შევცვალო ჩვენი 21 საუკუნოვანი სარწმუნოება და ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება“, - განმარტავს დეკანოზი.

გასულ კვირას შვიდი გზის ზეთისცხება დაიწყო. ახალციხეში რიტუალი ორ ეკლესიაში წმინდა მარინესა და ამაღლების ტაძრებში ტარდება. ერთში ზეთისცხება ხუთშაბათს, მეორეგან კი პარასკევს ტარდება. მამა ნიკოლოზმა გვითხრა, რომ მრევლს შესთავაზეს, იმისთვის რომ ხალხმრავლობა არ იყოს გადანაწილდნენ და ნაწილი ერთგან მივიდეს ნაწილი კი მეორეგან.

„სახარებაში ძალიან ბევრჯერ საუბრობს უფალი ამაზე, რომ თუ ადამიანში არ იქნება მდოგვის მარცვლისოდენა სარწმუნოება იმ ადამიანში ვერ მოხვდება ფერსიცვალება ქრისტესი. ჩვენ სწორედ რწმენით ვართ აღვსებული. თუ ადამიანს სურვილი აქვს რომ ერთჯერადი ჭიქით მიიღოს სიტკბოება მიიღოს. თუ შინაგანად მორწმუნე მრევლი განიცდის და შიშობს შეძილება დავუშვათ და დარჩეს სახლში არაა პრობლემა. ის რომ ეხლა წესდებები შევცვალოთ ეს არ იქნება სწორი პოზიცია“, - ამბობს დეკანოზი.

მიუხედავად დიდი რისკისა, მართლმადიდებლურ ტაძრებში მრევლი მაინც დადის, ასევე სრულდება წირვა–ლოცვა. საპატრიარქოს გდაწყვეტილებით, დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, ღია ცის ქვეშ ტარდება. მოძღვრებს კი ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. რის გამოც საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სასულიერო პირების განმარტებით, „ჩნდება განცდა, რომ ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს“.

საპატრიარქოს განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი გამოეხმაურა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘შვიდგზის ზეთისცხება’ ტაძრის ეზოში სრულდება [ფოტო]
რა (არ) იცვლება ღვთისმსახურებაში  - საპატრიარქოს განცხადება კორონავირუსზე
‘მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა’ – დეკანოზი
მართლმადიდებელი მრევლისთვის  დიდი მარხვა იწყება
ზიარება ერთი კოვზიდან და ერთმეტრიანი დისტანცია -  მსახურება სამცხე-ჯავახეთის ტაძრებში
ახალციხის ტაძრებში მრევლი სააღდგომო ლიტურღიის დაწყებას ელოდება  [ფოტო]
‘ტაძარში უფრო ნაკლები ხალხია, ვიდრე ტრანსპორტში, აფთიაქებსა და მაღაზიებში’  - საპატრიარქო