FM97.5 / LIVE

მარნეულიდან გადმოყვანილ 14 დღის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - კლინიკა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.03.2020
საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით შეყვანილი ჩვილის მდგომარეობა უკეთესია. არც მას და არც დედამისს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

მარნეულიდან გადმოყვანილ 14 დღის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - კლინიკა

საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დედას კი ტემპერატურა არ აღენიშნება: „14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, დინამიკა ძალიან დადებითია. როცა შემოვიდა კრიტიკული მდგომარეობა იყო. ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით, და გვითხრა, რომ დედის მდგომარეობა უკეთესია. დედას ტემპერატურა არ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს“.

რაც შეეხება კლინიკაში შეყვანილ ხუთ ჯარისკაცს, მათ კორონა ვირუსზე ტესტირებას დღეს ჩაუტარებენ. მათგან ერთს პნევმონია აღენიშნება: „ ტემპერატურა აღარ აქვთ, როცა მოვიდნენ ჰქონდათ 37, ცოტა ყელის ტკივილი. ამ დილით, მათი მდგომარეობა კარგია. მეხუთე ჯარისკაცს, აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული. დღეს მოვა ლუგარის ლაბორატორია და აუცლებლად ავიღებთ ტესტებს“, - უთხრა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ჯარისკაცები მარნეულში პატრულირებდნენ, შემდეგ ნაწილში წავიდნენ და სიმპტომები იქ დაეწყოთ.

ამჟამად საუინვერსიტეტო კლინიკაში 55 პაციენტია, მათგან 12-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

25 მარტის დილის მონაცემებით ქვეყანაში სულ 77 დადასტურებული შემთხვევაა. განკურნებულია 10 პაციენტი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლუგარის ლაბორატორიიდან 9 დღის ახალშობილის პასუხს ელოდებიან - COVID-19
როგორია კოვიდინფიცირებულების მდგომარეობა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში 9 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55–დან 33 პაციენტს მწვავე პნევმონია აქვს
თენგიზ ცერცვაძე: ‘კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა’
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა