FM97.5 / LIVE

სომხეთში კორონავირუსზე ‘პანიკის გამომწვევი ინფორმაციის’ გავრცელება იკრძალება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.03.2020
სომხეთის ორ მედიასაშუალებას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატიების წაშლა მოსთხოვა. უწყებამ „არავოტისა“ და „ჰრაპარაკის“ მასალები „პანიკის გამომწვევ ინფორმაციად“ შეაფასა. ამგვარი ინფორმაციის გავრცელება სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა.

სომხეთში კორონავირუსზე ‘პანიკის გამომწვევი ინფორმაციის’ გავრცელება იკრძალება
ფოტო:ჰეთქი

„ჰრაპარაკმა“ გამოაქვეყნა სტატია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შემოღებულ შეზღუდვებზე, რომელთა მიხედვითაც პატიმრებისთვის ამანათების გადაცემა აიკრძალა, „არავოტის“ მასალა კი რუსეთში კორონავირუსის გავრცელებას, დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას ეხებოდა. ინფორმაციას ამ შემთხვევის შესახებ ინტერნეტ გამოცემა „ჰეთქი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვესმის სიტუაციის დელიკატურობა, თუმცა არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ვალერი სოლოვეის კომენტარმა რადიო „ექო მოსკოვში“, იმის შესახებ, რომ რუსეთი მალავს კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობას და რომელიც ჩვენ გადმოვიტანეთ, შეიძლება გამოიწვიოს პანიკა სომხურ საზოგადოებაში. თანაც, ნიკოლ ფაშინიანმაც გამოთქვა ის მოსაზრება, რომ შეიძლება სხვა ქვეყნები ზუსტ მონაცემებს არ ავრცელებენ. ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, რას გავაკეთებთ მომავალში რადგან დისტანციურად ვმუშაობთ“, – ამბობს „ჰეთქთან“ „არავოტის“ რედაქტორი ანნა ისრაელიანი.

ანნა ისრაელიანის თქმით, მასალა, რომელმაც ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია, ორ ნაწილისაგან შედგებოდა. გამოცემამ სტატიიდან ამოიღო მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, მეორე ნაწილი კი, რომელიც პრემიერ ფაშინიანის ფეისბუკ პოსტზე დაყრდნობით მომზადდა, დატოვა. სტატიის ბოლოს კი „არავოტმა“ სარედაქციო განმარტება დაურთო იმის შესახებ, თუ რატომ მომზადდა ეს მასალა.

საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 20 მარტს გამოცხადდა, სწორედ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში იკრძალება „პანიკის გამომწვევი ინფორმაციის“ გავრცელება. აკრძალვა ეხებათ როგორც საინფორმაციო სააგენტოებს და ტელევიზიებს, ისე მოქალაქეებს.

სტატიები, ინფორმაციული მასალები, ინტერვიუები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ტესტირებული და იზოლირებული პირების რაოდენობის შესახებ, ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ უნდა მომზადდეს მხოლოდ კომენდატურაზე დაყრდნობით.

ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლის გავრცელებაც საგანგებო მდგომარეობისას აკრძალულია, იწვევს მედიასაშუალების 500–დან 800 ათას დრამამდე თანხით დაჯარიმებას. ეს თანხა დაახლოებით 600 ამერიკულ დოლარს უდრის.

ხელისუფლების ამ ქმედებას უარყოფითად აფასებენ ადგილობრივი მედია ექსპერტები. 30-მდე მედიასაშუალების რედაქტორმა კი წერილობით მიმართა საგანგებო მდგომარეობის კომენდანტს ტიგრან ავინიანს და მოსთხოვა განმარტება, კონკრეტულად რა შეზღუდვებს გულისხმობს მედიისთვის საგანგებო მდგომარეობა და მიიჩნევიან თუ არა სახელმწიფო მოხელეები ოფიციალურ წყაროებად.

სააგენტო „არმენპრესის“ ინფორმაციით, დღეს სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხში ცვლილებების შეტანას განიხილავს, თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი, მინისტრს არ დაუზუსტებია.

სომხეთში 23 მარტის მდგომარეობით ახალი კორონავირუსის 194 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდება
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე იმსჯელებენ
სომხეთში საგანგებო რეჟიმი გამკაცრდა - პრემიერ ფაშინიანის განმარტება
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდა
სომხეთში პოლიციამ მედიას სტატიები წააშლევინა, მოქალაქეებს კი ფეისბუკის პოსტები