FM97.5 / LIVE

სომხეთში პოლიციამ მედიას სტატიები წააშლევინა, მოქალაქეებს კი ფეისბუკის პოსტები

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
პოლიციამ ოცზე მეტ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული სტატიები „პანიკის გამომწვევ ინფორმაციად“ შეაფასა და მათი წაშლა ან რედაქტირება მოითხოვა.

სომხეთში პოლიციამ მედიას სტატიები წააშლევინა, მოქალაქეებს კი ფეისბუკის პოსტები

ინტერნეტ გაზეთი „ჰეთქი“ ჯერ კიდევ გუშინ წერდა „არავოტისა“ და „ჰრაპარაკის“ შესახებ, რომელთა რედაქტორებმაც მანამდე მსგავსი მოთხოვნა მიიღეს.

პოლიციამ ამგვარი მოთხოვნით მიმართა სხვა მედიებსა და მომხმარებლებსაც. გამონაკლისები არც ექიმები აღმოჩნდნენ, რომლებიც სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში პროფესიულ რჩევებს აძლევენ, ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მოექცა პლასტიკური ქირურგის, არტავაზდ სააკიანის ფეისბუკ პოსტი, რომელშიც ის მოქალაქეებს მოუწოდებდა დაიცვან დისციპლინა და ამით დაეხმარონ ექიმებს. ქირურგი ხაზს უსვამდა ევროპაში გაუარესებულ ვითარებას და მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით მთავრობას მიმართავდა.
„პანიკის გამომწვევი“ პოსტი ქირურგს ფეისბუკ გვერდიდან წააშლევინეს.

„არ მინდა, ჩემმა ჩანაწერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიოს, რადგან ხალხი ისედაც დაძაბულია. ამ ყველაფერს როგორც ექიმი მშვიდად ვუყურებ”, - თქვა „ჰეთქთან“ საუბარში არტავაზდ საკიანმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის კვლავაც თავის აზრზე რჩება.

ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა „ევრონიუსის“ მასალა კინორეჟისორმა ტიგრან ხზმალიანმაც. მასალაში საუბარი იყოს იმის შესახებ, თუ როგორ კრძალავენ ღამით კორონავირუსით დაღუპულებს იტალიის ქალაქ ბერგამოში. პოლიციის მოთხოვნით, ამ დროისთვის სოციალური ქსელიდან ეს პოსტიც წაშლილია.

კორონავირუსთან დაკავშირებული ჩანაწერი წააშლევინეს სოციალური ქსელიდან NewArmenia.am-ის ჟურნალისტს, მარინე ხარატიანს. მას ჯერ დაურეკეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი მის სახლში ორი პოლიციელი მივიდა. ”მათ განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ქვეყანაში პანიკას იწვევს და კომენდანტის სახელით მოითხოვეს მისი წაშლა, მითხრეს, ვიდრე მოთხოვნას არ შევასრულებდი, არ წავიდოდნენ“, - უთხრა ინტერნეტგამოცემას ჟურნალისტმა.

კორონავირუსის შესახებ მასალების აღება მოთხოვეს გამოცემებს: 168.am, Armday.am, Tert.am და "პასტინფო".

„პასტინფოს“ რედაქტორის, სონა ტრუზიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რედაქცია არ ეთანხმებოდა ამ მიდგომას, სტატია საიტიდან მაინც აიღო.

სტატიაში ეჩმიაძინის მცხოვრები თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა და ჩიოდა, რომ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია.
„ჰეთქის“ კითხვას, თუ რამდენი მედიისგან ან მომხმარებლისგან მოითხოვეს მასალების წაშლა, პოლიციის უფროსის მოადგილემ, აიკ მგრიანმა უპასუხა: „22 სხვადასხვა მედიისა და მომხმარებლისგან მოვითხოვეთ იმ მასალების წაშლა, რომლებიც არ შეესაბამება მთავრობის და კონკრეტულად კომენდანტის მითითებებს და ოფიციალურ შეტყობინებებს“.

მას შემდეგ, რაც სომხეთში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა პოლიცია, საკომენდანტო ოფისის მოთხოვნით, აგრძელებს ჟურნალისტებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების გაფრთხილებას, რომ წაშალონ „პანიკის გამომწვევი“ პუბლიკაციები და ჩანაწერები.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხეთში კორონავირუსზე ‘პანიკის გამომწვევი ინფორმაციის’ გავრცელება იკრძალება
სომხეთში საგანგებო რეჟიმი გამკაცრდა - პრემიერ ფაშინიანის განმარტება
სომხეთში კორონავირუსის 532 დადასტურებული შემთხვევაა
‘კომენდანტის საათის’ დარღვევისთვის კიდევ 59 მოქალაქე დაჯარიმდა
კომენდანტის საათის დარღვევის 105 ახალი ფაქტი
სომხეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა
24 საათში ‘კომენდანტის საათის’ დარღვევისთვის 92 მოქალაქე დაჯარიმდა