FM97.5 / LIVE

სააკაშვილი: ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა დღეს გამართულ არჩევნებს, რომლის მიხედვითაც, წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი შეცვლის.

სააკაშვილი: ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი
"ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ პატივი არჩევნების შედეგებს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და იქვე მიმართა იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ ეთანხმებიან დღევანდელი არჩევნების შედეგებს:

"მე მინდა ვუთხრა ყველას - ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი, საქართველოს აქვს ძალიან კარგი მომავალი, ჩვენ გადავლახავთ სიძნელეებს და გავაგრძელევთ სვლას უკეთესი მომავლისკენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში საპრეზიდეტო არჩევნები შედგა:

"საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მე მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, ვინაიდან ყველა არჩევნები ემსახურება დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ამომრჩეველმა თქვა თავის სიტყვა. ჩვენ უნდა ყველამ პატივი ვცეთ უმრავლესობის აზრს იმიტომ, რომ უმრავლესობა წყვეტს ასეთ საკითხებს დემოკრატიაში. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ კანონიერებას.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოსი იმედგაცრუებულიც არის, ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ უმცირესობის აზრსაც... ბევრად დაბალი გამოცხადება იყო ამ არჩევნებზე და ესეც სიგნალია, რომ მუდმივი დიალოგის წარმოებაა საჭირო ჩვენს ხალხთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ბოლო ერთ წელიწადში განვითარებული მოვლენები და შედეგები სერიოზულ უკანდახევას წარმოადგენს საქართველოსთვის, მისი სამომავლო პერსპექტივისთვის:

"მაგრამ ამავე დროს ღრმად ვარ დარმწუნებული, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში წყვდიადის და რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ და ფეხს ვერ მოიკიდებენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: "ნეტგაზეთი"

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა
მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს
პრეზიდენტი - ადიგენში მომხდარი, წინასწარგანზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის პროვოკაციაა
მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქის სკოლებს სასწავლო წლის დაწყება საჩუქრებით მიულოცა
მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქს ესტუმრა
გრიგოლ ვაშაძე: ‘არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ’