FM97.5 / LIVE

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 20.03.2020
კორონავირუსის გავრცელების გამო არაერთ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და შეიზღუდა ადამიანის გარკვეული უფლებები.რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე და როგორია დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე.

როდის და როგორ ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება?

მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ საქართველოს პარლამენტი ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კარგავს იურიდიულ ძალას.

რა უფლებები შეიძლება შეეზღუდოთ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს?

საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია მოქალაქეებს შეეზღუდოთ ან შეუჩერდეთ კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული უფლებები. თუმცა ეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ავტომატურად არ ხდება, ამისთვის საჭიროა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დამატებთ გამოსცეს დეკრეტები. ის დეკრეტები, რომლითაც იზღუდება ან ჩერდება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, პარლამენტს წარედგინება დასამტკიცელად.

როგორ ხდება თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა?

აუცილებლობის შემთხვევაში, დეკრეტით შესაძლოა, მოქალაქეებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე. ასევე, შესაძლოა შემოიღონ კომენდანტის საათი, რა დროსაც მოქალაქეებს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ. კარანტინში მყოფ, ან სხვა შესაძლო საფრთხის მატარებელ პირებს, დროის გარკვეული მონაკვეთით შეიძლება შეუზღუდონ თავისუფლება და მოსთხოვონ თვითიზოლაცია. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას შსს უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს პრეზიდენტი.

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

თავისუფლად გადაადგილების უფლება ამჟამად შეზღუდულია რამდენიმე ქვეყანაში: 14 მარტს ესპანეთის მთავრობამ 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის თანახმად, ყველა ესპანელი უნდა დარჩეს სახლში, შესაძლებელია სავარჯიშოდ და სამუშაოზე სიარული, საკვების ყიდვა, აფთიაქში წასვლა. იტალიაში სახლიდან გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ სამუშაოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან პირველადი აუცილებელი საჭიროების ნივთების შეძენის მიზნით. ადამიანს, რომელიც სახლს ტოვებს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტი და შეეძლოს დადასტურება იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან ერთ-ერთი მიზნით არის გამოსული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედება დანაშაულად ჩაითვლება. ჩეხეთში აკრძალულია მოსახლეობისთვის ისეთ ობიექტებზე წვდომა, როგორებიცაა საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები, აგრეთვე საჯარო ბიბლიოთეკები და გალერიები. მთავრობამ სასწავლო პროცესი ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეაჩერა.

როგორ შეიძლება მოხდეს შეკრების თავისუფლების შეზღუდვა?

შესაძლოა აიკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა, ასევე გაფიცვის უფლებით სარგებლობა

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

2020 წლის 13 მარტიდან ჩეხეთში აიკრძალა საჯარო და კერძო კულტურული, სპორტული, სოციალური, რელიგიური საგანმანათლებლო და ყველა იმ სახის ღონისძიება, რომელიც მოიაზრებს 30-ზე მეტი ადამიანის ჩართულობას. ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყანაში იკრძალება ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება.

როგორ შეიძლება მოხდეს საკუთრების, მეწარმეობის და შრომის უფლების შეზღუდვა?

შესაძლოა დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, შეზღუდონ პროფესიული კავშირების თავისუფლება, გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის, ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

რამდენიმე ქვეყანაში შეზღუდვა შეეხო ბიზნესის სფეროსაც. მაგალითად, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ყველა ბარი, რესტორანი და კაფე დაიკეტა, მაგრამ მათ შესაძლებლობა დარჩათ სახლში მიტანის სერვისით ისარგებლონ. იტალიაში მაღაზიები, ბარები, კაფე-რესტორნები, სილამაზის ცენტრები და ყველა სხვა მსგავსი დაწესებულება დაიხურა. ჩეხეთში შეიზღუდა ტაქსით მომსახურების (უბერი, ბოლტი) სერვისის სფერო, სადაც ნებადართულია მხოლოდ საკვებისა და ტექნიკის გადატანა. სხვა კომპანიებს, რომლებიც ამ სახის მომსახურებას ეწევიან, მხოლოდ საკარანტინო მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობის განხორციელება შეუძლიათ.

როგორ შეიძლება შეიზღუდოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობა?

შესაძლოა შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები.

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

მსგავსი სახის შეზღუდვები აშშ-სა და ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, არ არის დაწესებული.

როგორ შეიძლება შეიზღუდოს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლება?

კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე.

დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკა

მსგავსი სახის შეზღუდვები აშშ-სა და ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, არ არის დაწესებული. ამ შეზღუდვის შემოღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში არის შესაძლებელი.

საგანგებო მდგომარეობისას თითოეული უფლების შეზღუდვის საჭიროება უნდა დასაბუთდეს სათანადოდ, ის უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა ჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე’-პრეზიდენტი
შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 79 ფაქტი გამოავლინა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე იმსჯელებენ
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 103 ფაქტი
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოავლინა