FM97.5 / LIVE

ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები დისტანციურად იმუშავებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2020
ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადადიან. ისინი ადმინისტრაციულ შენობებში რჩებიან, თუმცა მოქალაქეებთან მობილურითა და ინტერნეტის საშუალებით იკონტაქტებენ.

ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები დისტანციურად იმუშავებენ

დღეიდან, 12 მარტიდან ბორჯომისა და ნინოწმინდის თვითმმართველობამ მოქალაქეებთან ურთიერთობის პირობები შეცვალა.

„მოქალაქეებთან კავშირი გვექნება სატელეფონო ზარებითა და შეტყობინებებით. შესაბამისად, ჩვენს საქმიანობასაც ძირითადად ელექტრონულ ფორმატში მოვაქცევთ. სადეზინფექციო სამუშაოებს კი, მუნიციპალიტეტში ხშირად ვატარებთ“, - ამბობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბორჯომის მერიაშიც: „თავშეყრის ადგილები არ იქნება. მოსახლების მიღების საათები გვქონდა ოთხშაბათობით და დროებით შეიზღუდება, მხოლოდ ტელეფონით ვიურთიერთებთ“, - ამბობს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი.

მოქალაქეების მიღება დროებით შეიზღუდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.

რას აპირებენ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტები, ამის შესეხებ „სამხრეთის კარიბჭე“ მათგან ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება. თვითმმართველობებში ჯერ დაზუსტებული პასუხი არ აქვთ.

„მოსახლეობასთან კონტაქტი აქვთ ჯანდაცვისა და სოციალურ განყოფილებებს, ეს სამსახურები, ამ ეტაპზე, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ხახლმრავლობა არ იყოს, ტელეფონით იურთიერთონ. ახლა შეხვედრები მიმდინარეობს და დანარჩენ ინფორმაციას შემდეგ გეტყვით“, - გვითხრეს ახალციხის მერიაში.

„ამ ეტაპზე საჭიროებას ვერ ვხედავთ, თუმცა ვმსჯელობთ და დღის ბოლოს გვეცოდინება პასუხი“, - გვითხრა ასპიძნის მუნიციპალიტეტის მერის მადგილემ ლევან ბერიძემ.

დღეს, 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დისტანციური მუშაობის რეჟიმი გამოიყენონ.

მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამთავრობო უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს
სამცხე-ჯავახეთში სავაჭრო ობიექტები დროებით იხურება
სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით დაიხურა
13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის
ბორჯომის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს [R]