FM97.5 / LIVE

სომეხ შემოქმედთა კავშირი – ახალციხის პეიზაჟებზე შეყვარებული მხატვრები [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.03.2019
მხატვრებმა სომეხ შემოქმედთა კავშირი 2011 წელს, ერთ–ერთი მხატვრის, ალექსანდრე იგითხანიანის სახლში დააარსეს. საგამოფენო დარბაზი რვა ახალციხელი მხატვრის ასამდე ფერწერულ ტილოს აერთიანებს.

სომეხ შემოქმედთა კავშირი – ახალციხის პეიზაჟებზე შეყვარებული მხატვრები [Photo/Video]

საგამოფენო დარბაზი ახალციხეში, ანთიმოზ ივერიელის ქუჩაზე მცხოვრებ ალექნსანდრე იგითხანიანის სახლშია. თვითონაც მხატვარია და გადაწყვიტა, მისი კოლეგების ნამუშევრები ერთ დიდ ოთახში გამოეფინა. როგორც საგამოფენო სივრცის შესასვლელში ვკითხულობთ, სომეხ შემოქმედთა კავშირი ახალციხელი იმპრესიონისტის, ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობისაა. გვიყვება, რომ ადრე ქალაქში მეტი მხატვარი იყო. დღეს კი ყველა სადღაც მიდის, ხელოვნება ნაკლებად აინტერესებთო ამბობს.

„ჩვენს შესახებ საიდან გაიგეთ? ქალაქში ძველი ახალციხელი თითქმის აღარავინ დარჩა, მხატვრობაც აქ ისე აღარ აინტერესებთ, მაგრამ ვიღაცები ხომ დარჩნენ ვისაც ეს ხელოვნება უყვარს, არა? აი ამიტომ 2011 წლის თებერვალში დავაარსეთ დიდი ახალციხელი მხატვრის, ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირი, რომელიც ყველა ეთნიკურად სომეხს აერთიანებს, ვისთვისაც ხელოვნება ძვირფასია“.

60 წელს გადაცილებული მხატვარს თავის პირველი ნახატიც ახსოვს: „გაგარინის კოსმოსში გაფრენა დავხატე, ალბათ მაშინ ბაღში დავდიოდი. ყველა ჟანრი მომწონს, განსაკუთრებით რენესანსის მხატვრები, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ელ გრეკო,“ – ამჟამად მეათე საუკუნის საგანმანათლებლო სომხური კერის, ტათევის მონასტრის პეიზაჟს ხატავს.

ალექსანდრეს თქმით, შემოქმედთა კავშირის დაარსების მიზანია, რომ ადგილობრივებმა ხელოვნებისადმი სიყვარული არ დაკარგონ. მისი თქმით, ვისაც მხატვრობა უყვარს, ყველას შეუძლია გალერიას ესტუმროს. შემოქმედთა კავშირში ახალციხელი ფერმწერების მხატვრობა, ასევე მოქანდაკე ხორენ ნაზარეციანის ნამუშევრებია გამოფენილი.



მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა თვრამეტი წლის ამალია კარაგეზიანია. ხატვა 11 წლისამ დაიწყო, წელს აბიტურიენტია და პროფესიაც შერჩეული აქვს. აპირებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლოს.

„ოჯახში მხატვარი არავინ მყოლია, ჩემთვის დავიწყე ხატვა და ეს პროცესი ძალიან შემიყვარდა, ძირითადად პეიზაჟებს ვხატავ. ყოველ ნახატში ემოციას და სულიერ მდგომარეობას ვდებ“.

ამალიას სამი პერსონალური გამოფენა ახალციხეში, რუსთავსა და ახალქალაქში ჰქონდა. მის შემოქმედებაში ახალციხის პეიზაჟები ჭარბობს, ზეთებში ელენე ახვლედიანის „თელავიც“ გადახატა, გამორჩეულად კი მზესუმზირების პეიზაჟი მოსწონს, მის შექმნას ოთხი თვე მოანდომა: „ახლა რადგან გამოცდებისთვის ვემზადები, არ შემიძლია ყოველდღე დავხატო, ისე ყოველდღიურად ექვსი–შვიდი საათის განმავლობაში ვხატავ.

აქ ბევრი რამ ვისწავლე, მაგალითად ხაზვას სკოლაში არ ვსწავლობთ და ამიტომ აქ მოვდიოდი. მხატვრების გარდა, აქ გამოფენას ტურისტებიც ათვალიერებენ ხოლმე და მიხარია, რომ ჩემს ნამუშევრებსაც ათვალიერებენ“.



60 წლის ჰამლეტ კოლიანს განსაკუთრებით ქართული და სომხური რეალიზმი უყვარს, როგორც თვითონ ამბობს „გულთან ახლოს არიან“. გვიყვება, რომ ბავშვობაში შემთხვევით წიგნში ნახატებს გადააწყდა და ხუთი წლისას, პეიზაჟების წარუშლელი სიყვარული გაუჩნდა: "ხუთი წლის ვიყავი რაღაც წიგნი რომ გავაღე, ვხედავ ხელითნახატ სურათებს, აი მაშინ შემიყვარდა, მერე დავიწყე ბუნებაში სიარული. პირველი ნახატი საფარა იყო. 1973 წელს პიონერები წაგვიყვანეს პეიზაჟის დასახატად, ასე შეიქმნა ჩემი პირველი ნახატი „საფარა“, თოთხმეტი წლისა ვიყავი“.

ახალციხეში დაიბადა, სკოლაც აქ დაამთავრა და ბუნებაში ხატვაზე შეყვარებულს, აკადემიაში ჩაბარება სურდა, თუმცა მშობლებმა ხელი არ შეუწყვეს: „მამაჩემი უბრალო კალატოზი იყო, არ ესმოდა ხატვა ასე რატომ მიყვარდა. რომ გავხდი 16–17 წლისა, ხატვის უფრო ძლიერი სიყვარული გამიჩნდა, მინდოდა მოსკოვში, ან თბილისში მესწავლა, მაგრამ თვითნასწავლად დავრჩი. დღემდე ერევანში, ან თბილისში თუ მივდივარ, როგორც ქრისტიანი ეკლესიაში, ისე შევდივარ მუზეუმებში“.

ცხოვრებამ აჩვენა, რომ მარტო ნახატებით ოჯახს ვერ შეინახავდა და დღემდე ხელოსნად მუშაობს. იძულებული ვიყავიო, ამბობს: „მაგრამ რახან გულში ხელოვნების სიყვარული მაქვს, მაინც დღემდე ვხატავ, ჩემი ბედი ესაა. პეიზაჟების ხატვას ვერ ველევი, ახალციხის ყვავილები მიყვარს, ახალგაზრდებიც ხომ ერთმანეთი რომ უყვარდებათ, ყვავილებს ჩუქნიან არა?“



ჰამლეტს სომეხ მხატვრებთან ერთად ელენე ახვლედიანის, უჩა ჯაფარიძის, სერგო ქობულაძის მხატვრობა უყვარს. ახალგაზრდებისთვის კი ერთი თხოვნა აქვს: „მართალია ეს პროგრესი ეგეთი რამეა, რომ ახალი ტექნოლოგია გამოდის, მაგრამ ჩემი სურვილი არის, რომ ახალგაზრდები ბუნებაში ხშირად გადიოდნენ“.

ჰამლეტს მაისში პერსონალური გამოფენა ექნება. ამბობს რომ შემოქმედთა კავშირს მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მხატვრობას ენთუზიაზმით მიუბრუნდა: „რაც ეს კავშირი დაარსდა, ბევრი მხატვარი გავიცანი. ვხვდებით ერთმანეთს, ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, მათგან აზრი მოვისმინე, რაღაც ვისწავლე, იმათ ალბათ ჩემგან ისწავლეს. დიდი სტიმული მომცა აქაურობამ".

სომეხ შემოქმედთა კავშირი – ახალციხის პეიზაჟებზე შეყვარებული მხატვრები [Photo/Video]
ამალია კარაგეზიანის ნახატი. რაბათი.


სომეხ შემოქმედთა კავშირი – ახალციხის პეიზაჟებზე შეყვარებული მხატვრები [Photo/Video]
ჰამლეტ კოლიანის ნახატი. არარატის მთა.


სომეხ შემოქმედთა კავშირი – ახალციხის პეიზაჟებზე შეყვარებული მხატვრები [Photo/Video]
ალექსანდრე იგითხანიანის ნახატი. სოფელი ჭელა.


[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სომეხი მხატვრის ვაჰრამ გაიფეჭიანის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღნიშნეს
”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’
‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]
ახალციხელი მხატვრების ნახატების გამოფენა გაიხსნა
ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან
სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა