FM97.5 / LIVE

ახალციხეში კაფეების და რესტორნების ნაწილმა მოქალაქეების მიღება შეაჩერა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 16.03.2020
საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს კაფეების, რესტორნების და ბარების მეპატრონეებს, დროებით შეზღუდონ მოქალაქეების უშუალო მომსახურება.

ახალციხეში კაფეების და რესტორნების ნაწილმა მოქალაქეების მიღება შეაჩერა

ახალციხეში კვების ობიექტების ნაწილმა მოქალაქეების მიღება უკვე შეაჩერა, ნაწილს კი მხოლოდ ე.წ გატანის სერვისი აქვს.

"შექმნილი სიტუაციის გამო ნამცხვრის სახლი იმუშავებს მხოლოდ გაყიდვებზე! ადგილზე დასხდომით არ მოემსახურება არცერთ სტუმარს! გარდა ამისა შეგიძლიათ ისარგებლოთ გამოძახების და ადგილზე მიტანის სერვისით", – წერია "ნამცხვრის სახლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქეების მიღება ასევე შეაჩერეს შემდეგმა რესტორნებმა "დუბლმა" და "რაბათმა".

დღეს, 16 მარტს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

▶ 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

▶დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

▶კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

▶მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;

▶70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის;

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველი პაციენტი, 50 წლამდე კაცი, უკვე განიკურნა, იგი სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა
70 წელს ზემოთ მოქალაქეებს ურჩევენ, რომ თავშეყრის ადგილებს მოერიდნონ
საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით შეიზღუდება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 44-მდე გაიზარდა
სამთო-სათხილამურო კურორტები დაიხურა
საკოორდინაციო საბჭომ თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა
ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის განრიგი