FM97.5 / LIVE

13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრსა და მის მოადგილეებს არ ეხებათ.

13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

დისტანციურ მუშაობაზე სამინისტრო 13 მარტიდან გადადის.

"დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.

სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებმა, კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით, შეძლებისდაგვარად უნდა გადადონ ან გააუქმონ ყველა შეხვედრა, სტუმრების ვიზიტები თუ სხვა სახის ღონისძიებები", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას ზიანს მიაყენებს. ამ გამონაკლისის შესახებ მათ ინდივიდუალურად ეცნობებათ.

მინისტრსა და მის მოადგილეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება ძალაშია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამთავრობო უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად
როგორია დისტანციური სწავლების გეგმა სკოლებში
სამცხე-ჯავახეთში ომბუდსმენის ოფისი საგანგებო რეჟიმზე გადადის
თიბისი მომხმარებელს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების გამოყენებით გადაიხადოს ®
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა
რას ნიშნავს და ვისთვის იქნება დისტანციური გაკვეთილები