FM97.5 / LIVE

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აქცია გაიმართება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.06.2020
დღეს, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გასული წლის ამავე დღეს მომხდარ მოვლენას გააპროტესტებენ. 14:00 საათიდან გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აქცია გაიმართება
ფოტო: ტაბულა
საპროტესტო აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ დღეს, 20 ივნისს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ მისვლა პანდემიის გამო შესაბამისი რეკომენდაციების დაცვას სთხოვენ.

"დაიცავით 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია (ამისთვის დაგახვედრებთ სტიკერებს); მობრძანდით პირბადით, ვეცდებით ჩვენც დავურიგოთ მათ, ვისაც არ ექნება; ყველა სპიკერი გამოსვლის წინ შეგახსენებთ დისტანციის დაცვის მნიშვნელობას; მიკროფონს ჩაუტარდება დეზინფექცია ყველა გამომსვლელის წინ", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრება-მანიფესტაციის გამო, დღეს 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული ქუჩების გამოყებით შეძლებენ გადაადგილებას.

აქციას, 20 ივნისის დილას, წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის ტრიბუნასთან რუსეთის ფედერაციის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. რუსი დეპუტატის მიერ მაღალი ტრიბუნის დაკავებამ საზოგადოების დიდი პროტესტი და ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა განაპირობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას – ამერიკის საელჩო 20–21 ივნისის მოვლენებზე
20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
‘ჩვენ არ გაძალებთ ბოდიშის მოხდას, მაგრამ ვთვლით, ეს სწორი ნაბიჯი იქნება’ - გავრილოვი 20–21 ივნისის მოვლენებზე
სერგეი გავრილოვი 'რედისონის' ტერიტორიიდან გაიყვანეს
თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო