FM97.5 / LIVE

აშშ და გაერთიანებული სამეფო გმობენ რუსეთის 'გრუ'-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას

მთავარისიახლე 20.02.2020
საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორცილებული მასშტაბურ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განცხადება გაავრცელეს.

აშშ და გაერთიანებული სამეფო გმობენ რუსეთის 'გრუ'-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას

„2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის განცდის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში.

„ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, „რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს".

დღეს, 20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელა განცხადება, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს ქართულ ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

ამ დროს 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა, მაშ შორის "სამხრეთის კარიბჭეს", ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტოს jnews.ge, "სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის", "დემოკრატ მესხთა კავშირისა" და parvana.ge ვებგვერდებიც.

საიტის გახსნისას ჩნდებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგარეო: კიბერშეტევა ქართულ ვებგვერდებზე რუსეთმა განახორციელა
რუსეთი კიბერშეტევის ბრალდებაზე საქართველოს პასუხობს
ჰაკერული შეტევა ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტოზე განხორციელდა
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას – ამერიკის საელჩო 20–21 ივნისის მოვლენებზე
თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს
საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდა
რუსეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები  ბორჯომ–ბაკურიანში