FM97.5 / LIVE

მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას – ამერიკის საელჩო 20–21 ივნისის მოვლენებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.06.2020
20–21 ივნისს მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, ამ დღესთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო საქართველოში, განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ.

მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას – ამერიკის საელჩო 20–21 ივნისის მოვლენებზე

"20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ", – ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

მათი თქმით, გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, დიალოგითა და კომპრომისით. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი გამოწვევა, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პანდემიაა, გაჩნდება შესაძლებლობებიც, "შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად. ვიხსენებთ რა ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში".

20 ივნისის დილას, წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის ტრიბუნასთან რუსეთის ფედერაციის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. რუსი დეპუტატის მიერ მაღალი ტრიბუნის დაკავებამ საზოგადოების დიდი პროტესტი და ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა განაპირობა.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. ასევე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა დაკარგა ცალი თვალი.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს თბილისში აქცია გაიმართება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აქცია გაიმართება
‘ჩვენ არ გაძალებთ ბოდიშის მოხდას, მაგრამ ვთვლით, ეს სწორი ნაბიჯი იქნება’ - გავრილოვი 20–21 ივნისის მოვლენებზე
პროტესტის მეოთხე დღე –  თბილისში აქცია განახლდა
'ჩვენ ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას' – აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა
პრემიერი: 'უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა'
'კობახიძის გადადგომის საკითხს არც დავაყენებთ და არც მხარს დავუჭერთ'-არჩილ თალაკვაძე