FM97.5 / LIVE

თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს

მთავარისიახლე, სამართალი 19.12.2016
დღეს, 19 დეკემბერს საღამოს, თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს. დიპლომატს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს.

თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს
შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, - დაიყვირა თავდამსხმელმა და რუსეთის ელჩს ხუთი ტყვია ესროლა.

HaberTurk-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მევლუთ მერთ ალტინტაშია. ის პოლიციიდან ივლისის პუტჩის შემდეგ გააგდეს. გამოცემის ცნობით, მევლუთ მერთ ალტინტაში ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო.

ამავდროულად, ტელეკომპანია „NTV“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამნაშავე საგამოფენო სივრცეში როგორც პოლიციელი შეიპარა, სადაც რუსეთის ელჩი სიტყვით გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი საბუთი, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო.

გავრცელებული ინფორმაციით ტერაქტი მიმართული იყო ელჩის წინააღმდეგ, რადგან გასროლის შემდეგ, თავდამსხმელმა ღონისძიებაზე დამსწრეთ საშუალება მისცა, საგამოფენო სალონის შენობა დაეტოვებინათ.

ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდასხმა განახორციელა, ლიკვიდირებულია. თურქული ტელეკომპანია „NTV“-ს ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია საპოლიციო შტურმის შედეგად განხორციელდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

"სიენენის" თურქული ოფისის ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი. ანდრეი კარლოვი თურქეთში რუსეთის ელჩად 2013 წელს დაინიშნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალი ამბები  [სომხურენოვანი]
20 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვება 12:00 საათზე [Audio]
‘ტაო’ ოთხ აპრილს რუსეთის გუნდ ‘სლავას’ შეხვდება
‘ტაო’ რუსეთის ‘სლავასთან’ დამარცხდა
MFA: თურქეთში დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება
რუსეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები  ბორჯომ–ბაკურიანში