FM97.5 / LIVE

საგარეო: კიბერშეტევა ქართულ ვებგვერდებზე რუსეთმა განახორციელა

მთავარისიახლე 20.02.2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით 2019 წლის 28 ოქტომბერს ქართულ ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

საგარეო: კიბერშეტევა ქართულ ვებგვერდებზე რუსეთმა განახორციელა

აღნიშნულის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ"
, – განაცხადა ბრიჰინგზე ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისი თქმით, საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

გასული წლის 28 ოქტომბერს რუსეთმა 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაჰაკა, მაშ შორის "სამხრეთის კარიბჭეს", ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტოს jnews.ge, "სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის", "დემოკრატ მესხთა კავშირისა" და parvana.ge ვებგვერდებიც.

საიტის გახსნისას ჩნდებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რუსეთი კიბერშეტევის ბრალდებაზე საქართველოს პასუხობს
აშშ და გაერთიანებული სამეფო გმობენ რუსეთის 'გრუ'-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას
ჰაკერული შეტევა ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტოზე განხორციელდა
ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდი  ჩაირთო
‘მაესტროსა’ და ‘იმედის’ განცხადებით, მათზე კიბერთავდასხმა განმეორდა
შსს–მ ვებგვერდების დაჰაკვის გამოძიება დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს დაცულ ფაილებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შეაღწიეს – შსს