FM97.5 / LIVE

‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.02.2020
კატალოგს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში არსებულ ყველა ისტორიული მეჩეთს მოიცავს, ფართო აუდიტორიას წარუდგენენ.

‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

„ორნამენტები ქართულ მეჩეთებში“ კატალოგის წარდგენა 25 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. ისტორიულ სალოცავებში არსებული ორნამენტების, მათი გამომსახველობის თავისებურებებისა და მნიშვნელობის შესახებ, თავად კატალოგის ავტორები ისაუბრებენ.

მასალაში თავმოყრილია ის ესკიზები და ორნამენტები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის რეგიონებში არსებული მეჩეთების კედლებზე გვხვდება. მათ შორის, სამცხე-ჯავახეთიდან ყველა მეჩეთია შესული, ახალციხისა და ახალქალაქის ციხხეებში არსებული მეჩეთების გარდა, იმ მიზეზით, რომ მათში რაიმე სახის ორნამენტი არ ფიქსირდება.

ესკიზების შექმნა ისლამური კუტურის მკვლევარმა, ნესტან ბლუაშვილმა 2015 წელს დაიწყო: „ერთ დღეს უბრალოდ ჩემთვის ვცადე გადმოხაზვა და კარგად გამომივიდა. მერე ყოველდღე ერთ ესკიზს ვქმნიდი. ეს უზომოდ დიდ სიხარულს მანიჭებდა. ორნამენტები ხელით არის სათითაოდ ხეზე გამოკვეთილი და თითოეულ ხაზს ეტყობა. ოსტატი ძალიან დიდი სისათუთით და სიყვარულით აკეთებდა თავის საქმეს და ეს ემოციები ჩემზეც გადმოდიოდა”, - ამბობს ბლუაშვილი.

კატალოგი თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა.

მესხეთში უფუნქციოდ დარჩენილი ორმოცამდე მეჩეთია, მათგან 27-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - კატალოგში სამცხე-ჯავახეთის მეჩეთები შევიდა
‘მეჩეთების  ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი
'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
თურქული მხრიდან ისტორიული მეჩეთების რეაბილიტაციის ინტერესი არ არის – სააგენტო
ადიგენიდან სამი მეჩეთი სარგებლობის უფლებით მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სათავსოებად ქცეული მეჩეთების შესწავლა დაიწყო