FM97.5 / LIVE

როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.02.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 თებერვლამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესწილად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოიმატებს ტემპერატურაც.

როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

დღეს, 17 თებერვალს ახალციხეში ღამით –13, –15 გრადუსი დაფიქსირდება, ბორჯომში –7,–9. ბაკურიანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში კი –11,–13 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა.

ხვალ, 18 თებერვალს დღის განმავლობაში ახალციხესა და ბორჯომში +7,+9 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ბაკურიანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში +3,+5 გრადუსი დაფიქსირდება. ადიგენსა და ასპინძაში კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.

18 თებერვალს ღამით ახალციხეში –13 გრადუსია ნავარაუდევი. ბორჯომში –7 გრადუსი. ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდში კი –9, –11 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა.

19 თებერვალს ბორჯომში ღამით –5 გრადუსი იქნება, დღისით კი +8, +10. ღამით ახალციხეში –10 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი, ხოლო დღისით ტემპერატურა +11 გრადუსამდე გათბება.

20 და 21 თებერვალს სამცხე–ჯავახეთში მცირე თოვლია მოსალოდნელი.

20 თებერვალს ტემპერატურა დღისით დაიკლებს ახალციხესა და ბორჯომში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით –7 გრადუსი. 21–ში კი ახალციხესა და ბორჯომში +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

22 და 23 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ახალციხესა და ბორჯომში –5, –7 გრადუსი იქნება. იგივე ტემპერატურა ფიქსირდება ადიგენსა და ასპინძაშიც. ხოლო ბაკურიანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ღამით – 7, –9 გრადუსი.

24 თებერვალს რეგიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვლია მოსალოდნელი.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

16 თებერვლამდე სამცხე–ჯავახეთში ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში ერთი კვრის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა
როგორი ამინდი იქნება 26 აპრილამდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში