FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ერთი კვრის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.03.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 მარტამდე სამცხე–ჯავახეთში ცვალებადი ამინდი იქნება, მაღალ მთაში კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

სამცხე–ჯავახეთში ერთი კვრის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

13 მარტის ჩათვლით, რეგიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 12 და 13 მარტს მაღალ მთაში მოსალოდნელია მცირე ნალექი.

დღეს, ცხრა მარტს დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო მთაში +15, +17 გრადუსი.

ახალციხესა და ასპინძაში ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბორჯომსა და ადიგენშიც. ბორჯომში +20 გრადუსია, ხოლო ადიგენში +11. ღამით, კი –1 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება.

ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისით ტემპერატურა +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი –1 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

10–დან 13 მარტის ჩათვლით მთელს რეგიონში ტემპერატურა დაახლოებით 2 გრადუსით დაიკლებს. ბორჯომში, ასპინძასა და ახალციხეში დღისით +15,+18 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით ტემპერატურა 0–დან –2 გრადუსამდე დაიკლებს. ნინოწმიდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +13 +15 გრადუსი იქნება. ღამით, კი –3 –5 გრადუსი ყინვა. ამ პერიოდში შესაძლებელია მცირე ნალექი თოვლჭყაპის სახით.

14 და 15 მარტს უმეტეს რაიონში დღის საათებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო ღამით თოვლჭყაპი. ტემპერატურა შედარებით კიდევ დაიკლებს.

ახალციხესა, ბორჯომში და ბაკურიანში დღისით +10 +12 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდება. ღამით, კი 1 გრადუსია ნავარუდევი. ბაკურიანსა და ახალქალაქში დღისით +6 +8 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე შენარჩუნდება. ნინოწმინდაში შედარებით შემცირდება ტემპერატურა, ღამით –2 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით +5 +7 გრადუსია მოსალოდნელია.

16 მარტიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში 10 აპრილამდე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
როგორი ამინდი იქნება 26 აპრილამდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე
16 თებერვლამდე სამცხე–ჯავახეთში ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში 2 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი