FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.03.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი.

სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა

30 და 31 მარტს რეგიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +2, +4 გრადუსია მოსალოდნელი.

მაღალ მთაში ითოვებს. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით +3, +5 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხოლო ღამით –2, –4 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

პირველ აპრილს ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით +9, + 11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით ტემპერატურა დაიკლებს 0– დან –2 გრადუსამდე.

ღამით ყინვა გაძლიერდება მაღალ მთაში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ტემპერატურა –3, –5 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით +6, +8 გრადუსია მოსალოდნელი.

2 აპრილიდან დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მეორე ნახევრიდან გამოიდრებს. ახლაციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით ჰაერი +10, +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2, +4 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე მოიმატებს ტემპერტურა მაღალ მთაში, ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, დღისით +6, +8 გრადუსი დფიქსირდება, ხოლო ღამით 0–დან +2 გრადუსი.

3 და 4 აპრილს ღამის საათებში იწვიმებს. ახალციხეში, ასპინძასა და ბორჯომში ტემპერატურა 0–დან –2 გრადუსამდე დაიკლებს, ახალქლაქსა და ნინოწმინდაში –3, –5 გრადუსი ყინვა იქნება.

4 აპრილს დღისით ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში ტემპერატურა მოიმატებს +14, +16 გრადუსამდე, მაღალ მთაში +9,+11 გრადუსია ნავარაუდევი.

5 აპირილიდან მთელს რეგიონში ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 2 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში
როგორი ამინდი იქნება 26 აპრილამდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 17 მაისამდე
6 მაისს სეტყვაა მოსალოდნელი – კვირის ამინდის პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე
სამცხე–ჯავახეთში 10 აპრილამდე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი