FM97.5 / LIVE

როგორი ამინდი იქნება 26 აპრილამდე

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.04.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელს რეგიონში ერთი კვირის განმავლობაში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. 21 აპრილიდან ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

როგორი ამინდი იქნება 26 აპრილამდე

დღეს, 20 აპრილს მთელს რეგიონში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ბორჯომში, ახალციხესა და ასპინძაში დღის მაქსიმალური ტემპერატურა + 20, + 22 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისით ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება. ღამით, კი + 4, + 6 გრადუსმდე დაიწევს. ნინოწმინდაში დღე +15, +17 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ხოლო ღამით +3, +5.

22–დან 23 აპრილის ჩათვლი მთელს რეგიონში მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

21 და 22 აპრილს ბორჯომში, ახალციხესა და ასპინძაში დღის ტემპერატურა + 11, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +4, +6 გრადუსი.

დღისით იწვიმებს და ტემპერატურა დაიკლებს. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში +7,+9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი + 1, +3.

23 აპრილს ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს როგორც დღისით, ასევე ღამით. ბორჯომში, ახალციხესა და ასპინძაში ღამით +2, +4 გრადუსამდე შემცირდება ტემპერატურა, ხოლო დღისით +9, +11 გრადუსი იქნება.

ასევე დაიკლებს ტემპერტურა მაღალ მთაში, ბაკურიანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით ტეპმერატურა 0–დან –1 გრადუსამდე დაიკლებს.

24 აპრილს სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში დღის პირველ ნახევარში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ახლციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში ჰაერის ტემპერტურა დღისით +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი –1 დან +3 გრადუსამდე.

რაც შეეხება მაღალ მთაში, ბაკურიანში, ახლქალაქსა და ნინოწმინდაში დღისით ტემპერტურა მოიმატებს +7, +9 გრადუსამდე, ხოლო ღამით –2, –4 გრადუსამდე დაიკლებს.

25 და 26 აპრილს გაწვიმდება ასპინძაში, ბორჯომსა და ახალქალაქში დღის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე მიაღწევს, ღამით კი +1, +3.

დღის პირველ ნახევარში უნალექო ამინდია მოსალოდნელი მაღალ მთაში. ბაკურიანში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დღის მაქსიმალური ტემპერატურა + 8, + 10 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის ტემპერატურა –1, –3 გრადუსამდე დაიკლებს.

27 აპრილიდან სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა
სამცხე–ჯავახეთში 10 აპრილამდე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბრამდე სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში 2 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში ერთი კვრის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი