FM97.5 / LIVE

აწყურის სასაზღვრო პუნქტი - წლობით ჩაკეტილი რეგიონი [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 12.02.2020
90-იან წლებამდე სამცხე-ჯავახეთი ჩაკეტილი ზონა იყო. საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრებლები აქ სპეციალური საშვის გარეშე ვერ შემოდიოდნენ, ადგილობრივებს კი პასპორტის კონტროლის გავლა უწევდათ. სასაზღვარო პუნქტი აწყურში, დასახლების შემოსასვლელში იყო განთავსებული.

აწყურის სასაზღვრო პუნქტი - წლობით ჩაკეტილი რეგიონი [ფოტო]
ფოტო - აგასი არაბიან

აწყურში სასაზღვრო გამშვები პუნქტის არსებობას საბჭოთა კავშირის პოლიტიკური სისტემა ითვალისწინებდა. ე.წ ჩაკეტილი ზონა ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენის, ასპინძის და ნინოწმინდის (მაშინდელი ბოგდანოვკა) მუნიციპალიტეტებს მოიცავდა. რეგიონს გარეთ მცხოვრებლებს შემოსასვლელად საშვი უნდა აეღოთ, რომელსაც სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ადგილობრივი განყოფილება გასცემდა.

„დაახლოებით 50-იანი წლებიდან ჩაიკეტა რეგიონი. მაშინ სტანდარტი იყო, საზღვრიდან 50-60 კილომეტრში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე შესვლის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ ადამაინებს, რომლებიც პასპორტით ჩაწერილები იყვნენ სამცხე-ჯავახეთში. დანარჩენი საქართველოს მოქლაქეები სპეციალური საშვებით შემოდიოდნენ“, - ამბობს ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი.

მისივე თქმით, საზღვარს სპეციალურად მომზადებული რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ: „საქართველო იყო ნახევრად გაყოფილი. ნათესავები სამძიმარზე რომ ჩამოსულიყვნენ, სია დგებოდა, იგზავნებოდა სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობასთან, ისინი დაამტკიცებდნენ ამ სიას. აბსოლუტურად ყველაფერს განაგებდნენ სამხედროები და თვითონ ახალციხეც იყო სამხედრო ქალაქი. ეს იყო იმისთვის, რომ თურქეთში, კაპიტალისტურ ქვეყანაში არ გადასულიყვნენ, თუმცა არც არავის მოსვლია აზრად რომ გადასულიყო“.

აწყურის გამშვები პუნქტი, საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე, დაახლოებით 1988 წელს გააუქმეს: „თურქეთის საზღვარი რომ გაიხსნა, ედუარდ შევარდნაძის პერიოდი იყო და მაშინ მოიხსნა სასაზღვრო გამშვები, იმიტომ, რომ აზრი აღარ ჰქონდა“, - იხსენებს მესხიშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სპეციალური გამშვები პუნქტი მოეწყობა
ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს
საქართველო - თურქეთის საზღვარზე, „კარწახის“ საბაჟო გაიხსნა
‘ყაზბეგის’ გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს, ‘ლარსზე’ კი შეფერხებებია
სამცხე-ჯავახეთში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო
ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]
სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა