FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს

მთავარიპოლიტიკა 24.05.2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი ახალქალაქიდან დაიწყო. მხარის რწმუნებულთან ერთად ღარიბაშვილმა სოფელ კარწახში მშენებარე საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა.

ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია. მშენებლობაზე 100-მდე მოქალაქე მუშაობს, საბაჟო-გამშვები პუნქტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 70 ადამიანი, უმეტესად კი ადგილობრივები დასაქმდებიან.

საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის ვადებსა და ტექნიკურ დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მიაწოდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარწახის გამშვები პუნქტი საქართველოს თურქეთთან ახალი, ეფექტური დერეფნით დააკავშირებს, შემოკლდება მანძილი არდაგანამდე, გაუმჯობესდება სასაზღვრო პოლიტიკა, რეგიონს და ადგილობრივებს კი შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდებათ.

ახალ საბაჟო-გამშვებ პუნტქტში სწრაფი და კომფორტული მომსახურებისთვის ყველა პირობა შეიქმნება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს

ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო
საქართველო - თურქეთის საზღვარზე, „კარწახის“ საბაჟო გაიხსნა
‘ყაზბეგის’ გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს, ‘ლარსზე’ კი შეფერხებებია
ნინოწმინდის საბაჟო პუნქტის თანამშრომელი დააკავეს
დღეს 'სარფის' საბაჟო 12 საათით იკეტება
ვალეს საბაჟოს უსაფრთხოებას კინოლოგები გააკონტროლებენ
ვალესა და სარფის საბაჟოებზე კონტრაბანდული ოქრო ამოიღეს