FM97.5 / LIVE

საქართველო - თურქეთის საზღვარზე, „კარწახის“ საბაჟო გაიხსნა

მთავარიეკონომიკა 19.10.2015
საქართველო - თურქეთის საზღვარზე, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი, ახალი საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტი - „კარწახი“ გაიხსნა.

საქართველო - თურქეთის საზღვარზე, „კარწახის“ საბაჟო გაიხსნა

პარალელურად, თურქეთში გაიხსნა საბაჟო გამშვები პუნქტი „აქთაშ-ჩილდირი“. ახალი საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის აღსანიშნავად, 18 ოქტომბერს, საქართველო-თურქეთის საზღვრის მიმდებარე მონაკვეთზე, საბაჟო პუნქტების გახსნის ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ჯენაფ აშჯი, ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები საქართველოდან და თურქეთის რესპუბლიკიდან.

როგორც საზეიმო ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამასთან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში.

საბაჟო-გამშვებ პუნქტში პირველ ეტაპზე, სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის საფუძველზე, დასაქმდა დაახლოებით 70 პირი (მებაჟე-ოფიცრები, ფოტოსანიტარიული და ვეტერინარული სამსახური, დამხმარე პერსონალი, მოიჯარეები), მათგან 80-85% ადგილობრივი მცხოვრებია.

საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახის“ მშენებლობისა და აღჭურვის საერთო ღირებულებამ 11 532 940 ლარი შეადგინა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სამშენებლო სამუშაოებში დასაქმდა 200-მდე მოქალაქე, აქედან 40-50 მოქალაქე ადგილობრივი მცხოვრებია.

დღესვე, საქართველო-თურქეთის მიმართულებით და პირიქით საზღვარი გადაკვეთეს როგორც ფიზიკურმა პირებმა, ასევე სატვირთო ავტომობილებმა.

საქართველო - თურქეთის საზღვარზე, „კარწახის“ საბაჟო გაიხსნა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო
‘ყაზბეგის’ გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს, ‘ლარსზე’ კი შეფერხებებია
დღეს 'სარფის' საბაჟო 12 საათით იკეტება
"კარწახის"  საბაჟოზე თურქეთის მოქალაქე იარაღის უკანონო შემოტანას ცდილობდა
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება
საბაჟო წესების დარღვევის ფაქტები ვალეს საბაჟოზე
ვალეს საბაჟო გამშვებ–პუნქტზე მედიკამენტების უკანონოდ შემოტანა სცადეს