FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო

მთავარიეკონომიკა 16.11.2013
დღეს, 16 ნოემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის "ჩილდირ/აქთაში"-ს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ცერემონიას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.

სამცხე-ჯავახეთში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო
საზეიმო ღონისძიებას თურქული მხარის მიწვევით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის დელეგაცია ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით დაესწრო. თურქეთის მხრიდან ახალი საბაჟო-გამშვები პუნტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ჰაიათი იაზიჯი, თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტი რიფათ ჰისარჯი ქლიოღლუ, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის უფროსი და პროვინცია არდაჰანის გუბერნატორი.

"საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის ინტენსიფიკაცია, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვა, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის ზრდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრიორიტეტული მიმართულებებია. მომავალში თურქეთის მხრიდან ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას", - ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლის აგვისტოში, თურქეთის მხრიდან ახალი საავტომობილო გამშვები პუნქტის "ჩილდირ/აქთაშის" მშენებლობის პარალელურად, ქართული მხარე საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახი“ რეკონსტრუქციას დაასრულებს, რითაც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობა შეიქმნება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო - თურქეთის საზღვარზე, „კარწახის“ საბაჟო გაიხსნა
‘ყაზბეგის’ გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს, ‘ლარსზე’ კი შეფერხებებია
ნინოწმინდის საბაჟო პუნქტის თანამშრომელი დააკავეს
ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის 9 შემთხვევა 14 დღეში
ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს
ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს
დღეს 'სარფის' საბაჟო 12 საათით იკეტება