FM97.5 / LIVE

სამინისტრო კორონავირუსზე: 'დაავადების შემოტანის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია'

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.02.2020
ჯანცავის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია.

სამინისტრო კორონავირუსზე: 'დაავადების შემოტანის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია'

„უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს:

ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას!

აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე!
“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


სამინისტრო მოწოდებს მოსახლეობას არ აყვეს პანიკას: „გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!“

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეის განცხადებით, მიღწეულია გარკვეული შეთანხმება ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ.

„ჩვენ ვართ სრულიად მობილიზებული და მზად ვართ მივიღოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ წუთისათვის არიან ჩინეთში და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ვმართოთ ვირუსი. თურქეთის რესპუბლიკიდან სულ ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათი თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით აფრინდა, რითიც შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და განაცხადეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, გადმოფრინდებიან თურქეთში და იქ გაივლიან კარანტინის პერიოდს. ევაკუაციაზე თანხმობა განაცხადა საქართველოს ოთხმა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე ქართველი ტურისტიც, რომელიც ჩინეთში იმყოფება და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

თიკარაძის თქმით, თერმული სკრინინგის გარდა, თბილისის აეროპორტში, მგზავრები თბოკამერითაც მოწმდებიან.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არაა ნუ განახორციელებენ ვიზიტს ჩინეთში.

ავთანდილ თალაკვაძე ნებისმიერ ვირუსთან დაკავშირებით, საზოგადოებას ზოგად რეკომენდაციებსაც აძლევს. მისი თქმით, ვირუსის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია სივრცის ხშირი განიავება, ხელების სადეზინფექციო საშუალებებით დაბანა და იმ შემთხვევაში თუ ვირუსი გიფიქსირდებათ პირბადის ტარება სხვასთან კომუნიკაციის დროს.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, 13 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის 9 692 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. ამ დაავადებით უკვე გარდაცვლილია 213 ადამიანი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ჩინელები კორონავირუსთან დაკავშირებით გამოკითხეს
კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს - გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 'ე.წ განგაშის თამასა, მთელ მსოფლიოზე გავრცელდა' [ვიდეო]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
ამირან გამყრელიძე: 'შემთხვევების ზრდა გვექნება, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია'
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყდა