FM97.5 / LIVE

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.01.2020
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. რომლის მიხედვითაც სხვადასხვა უწყებებს ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაევალათ.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

განკარგულების მიხედვით უწყებებს კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაუწევს.

სამოქმედო გეგმის თანახმად ღონისძიებში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინსტრო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა უწყებები.

ოპერატიული რეაგირების გეგმაში გაწერილი ღონისძიებები უნდა შესრულდეს შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში
გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირებასაც. ამისთვის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვა კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველომ 2020 წლის 29 მარტამდე შეწყვიტა ჩინეთის რესპუბლიკათან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც.

ახალი ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 106-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი 28 იანვრის მონაცმებით 4 593 – ია.

კორონავირუსის შემთხვევა 14 ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის: იაპონია – 6, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა – 4, ვიეტნამი – 2, სინგაპური – 7, ავსტრალია – 5, მალაიზია – 4, კამბოჯა – 1, ტაილანდი – 14, ნეპალი – 1, შრი-ლანკა – 1, ამერიკის შეერთებული შტატები – 5, კანადა – 2, საფრანგეთი – 3, გერმანია – 1.

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი, შესაძლოა, ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყდა
კორონავირუსი ჩინეთის გარდა 46 ქვეყანაში დაფიქსირდა
ახალციხეში ჩინელები კორონავირუსთან დაკავშირებით გამოკითხეს
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა