FM97.5 / LIVE

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 'ე.წ განგაშის თამასა, მთელ მსოფლიოზე გავრცელდა' [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.01.2020
კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გამოცხადებული, დღეს მთელს მსოფლიოზე გავრცელდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 'ე.წ განგაშის თამასა, მთელ მსოფლიოზე გავრცელდა' [ვიდეო]

„მოგეხსენებათ, გუშინ გვიან ღამით დამთავრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ჩინეთში და ჩინეთის გარეთ. საგანგებო კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა და ბატონმა ტედროსმა გუშინ პრესკონფერენციაზე ეს მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც იყო მხოლოდ ჩინეთისთვის 10 დღის წინ გამოცხადებული, გავრცელდა მთელს მსოფლიოზე. ანუ საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა, ინფექციის პრევენციისა და ამ ინფიცირებული ადამიანების, თუ ასეთები იქნენ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სწრაფად იზრდება შემთხვევების რაოდენობა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 9 692 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამ დაავადებით უკვე გარდაცვლილია 213 ადამიანი.


ვიდეო:ტელეკომპანია რუსთავი 2

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს - გამყრელიძე
კორონავირუსი ჩინეთის გარდა 46 ქვეყანაში დაფიქსირდა
‘პანდემია, ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაშია’ - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე: 'შემთხვევების ზრდა გვექნება, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია'
ახალციხეში ჩინელები კორონავირუსთან დაკავშირებით გამოკითხეს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა
სამინისტრო კორონავირუსზე: 'დაავადების შემოტანის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია'