FM97.5 / LIVE

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.01.2020
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება დღეს, 29 იანვარს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყდა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

„საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანია“ , – ნათქვამია განცხადებაში.

შეზღუდვა ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 29 მარტამდე იმოქმედებს.

სააგენტოს განმარტებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს „ჩინეთში შექმნილი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“.

ახალი ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი 4 500-ს აჭარბებს.

კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის: სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი, შესაძლოა, ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
ახალციხეში ჩინელები კორონავირუსთან დაკავშირებით გამოკითხეს
კორონავირუსი ჩინეთის გარდა 46 ქვეყანაში დაფიქსირდა
საქართველოს რკინიგზა  ჩინეთის რესპუბლიკასთან ითანამშრომლებს[R]
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა [პირდაპირი]
‘ერთი სარტყელი, ერთი გზის’ - ჩინეთში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა [R]
ჩინელი ექიმები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ