FM97.5 / LIVE

ახალციხეში ომში დაღუპულთა მემორიალს დადგამენ

მთავარისაზოგადოება 23.10.2013
ახალციხეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში რეგიონიდან დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის დადგმას გეგმავენ.

ახალციხეში ომში დაღუპულთა მემორიალს დადგამენ
მემორიალის ადგილი შერჩეულია. ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურში განმარტავენ, რომ მემორიალი ქალაქის ცენტრალურ პარკში დადგმება.

რისგან დამზადდება მემორიალი და როგორი ფორმა ექნება, ეს საზოგადოების მსჯელობის საგანია. გუშინ უკვე გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებაში, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

გუშინვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელსაც ომის ვეტერანი გია კოპაძე ხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფმა მემორიალის დადგმასთან დაკავშრებულ საკითხებზე ათი დღის განმავლობაში უნდა იმუშაოს.

მემორიალი საზოგადების შემოწურულობებითა და ადგიილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაიდგმება. პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა საწყისია და შესაძლოა კიდევ დაემატოს.

გია კოპაძე ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან მონაწილეობის მსურველი ბევრია.

„ბევრ ადამიანს აქვს სურვილი თანხის გაღების, ბიზნესმენებს, ჩვენს თანამებრძოლებს. დავდებთ სპეციალურ ყულაბებს მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში, სადაც შეწირულობებს ჩაყრიან. ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან მემორიალის დადგმის დროს ტექნიკით, მუშახელით და სამშენებლო მასალებით“,-ამბობს გია კოპაძე და ამატებს, რომ დაგეგმილია საბანკო ანგარიშის გახსნაც.

როდის დაიწყება მემორიალის დამზადება და ვინ შეასრულებს სამუშაოებს, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი ახალციხეში არსებობს, თუმცა, მასზე არაა ბოლო წლებში დაღუპულ ადამიანთა სახელები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძლაში რეგიონიდან დაღუპულთა მემორიალი წელს თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ახალციხის ჯავაშასატანკო სასწავლო ცენტრში [ახალციხის სატანკო ნაწილი] ჯარისკაცებმა გააკეთეს. თუმცა, ამ ნაწილში მოქალაქეების შესვლა დაუშვებელია.

ახალციხეში ომში დაღუპულთა მემორიალს დადგამენ
ეს არის მემორიალი სატანკო ნაწილში. სპეციალური განათების წყალობით, ღამით დაფა ნათდება და მასზე არსებული ყველა სახელი და გვარი ღამეც გარკვევით იკითხება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში 9 აპრილის მემორიალის დადგმაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ადიგენში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ასპინძაში, „ასპინძის ბრძოლისადმი“ მიძღვნილ მემორიალს დგამენ
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ადიგენის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაეცემათ
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს
ახალქალაქის მერია ქალაქში 9 აპრილის მემორიალის დადგმას გეგმავს